საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, EBRD-მა ქვეყანაში €5.7 მილიარდზე მეტის ინვესტიცია განახორციელა 300-ზე მეტ პროექტში - ექსკლუზიური ინტერვიუ
Business Insider Georgia-მ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურ დირექტორთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა.
„2025 წელს საქართველოში EBRD-ის წლიური ინვესტიციების მოცულობა თითქმის 350 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც მოიცავს კერძო სექტორში განხორციელებულ 12 პროექტს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა განაცხადა.
მისი თქმით, ინვესტიციები მოიცავს სექტორების მრავალფეროვან სპექტრს ფინანსური ინსტიტუტებიდან და წარმოებიდან დაწყებული, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩათვლით მზარდი წილით მწვანე პროექტების მიმართულებით.
„ფაქტობრივად, ბოლო წლებში ჩვენი კერძო სექტორის ინვესტიციების ნახევარზე მეტი მიმართული იყო კლიმატურ მდგრადობაზე, განახლებად ენერგიაზე და ენერგოეფექტიანობის ინიციატივებზე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ დაფინანსება არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს, არამედ სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს გრძელვადიან მდგრადი განვითარების მიზნებთან.
საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 1992 წლიდან დღემდე, EBRD-მა ქვეყანაში 5.7 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდა 300-ზე მეტ პროექტში, რაც ბანკს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორად აქცევს“ აღნიშნა ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა.
სხვა სიახლეები
ჩინეთიდან იმპორტი 21%-ით არის გაზრდილი
29.12.2025.11:00
ჩინეთიდან იმპორტი 21%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ჩინეთიდან 1 803 447.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 1 487 304.0 ათას დოლარს შეადგენდა.
ჩინეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები და მასზე ჩინეთიდან იმპორტის 3%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება საქართველოდან ჩინეთში ექსპორტს ის 2%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ჩინეთში 275 846.1 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 280 170.4 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს: