საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 6%-ითაა გაზრდილი
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 2 058 254.3 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განახორციელა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 7 თვეში ქვეყანაში 125 296 ცალი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 118 293 ცალი, შესაბამისად ზრდა 6%-ის დონეზეა.
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ლიდერია აშშ-ა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის ქვეყანაში განხორციელებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 79%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 209 152 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა, რაშიც 3 471 654.4 ათასი დოლარი გადაიხადა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.17:00
საქართველოში წარმოებულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 14 218.5 ათასი დოლარის ღირებულების ნატურალური წვენები გავიდა, რომლის საერთო მოცულობაც 8 739.2 ტონა იყო. 2024 წლის 7 თვეში კი ქვეყნიდან ექსპორტირებულია 8 653.7 ტონა წვენები, რომლის ღირებულებაც 12 973.0 ათასი დოლარი იყო.
მიმდინარე მაჩვენებლებით, საქართველოში დამზადებული ნატურალური წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა, სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის წვენების ექსპორტის 28%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს: