მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7105.4
-0.0016
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 38.719
-0.0004
flag
EUR 3.1689
-0.006
flag
GBP 3.6535
-0.0311
flag
KZT 54.38
0.0043
flag
TRY 0.0617
-0.0001
flag
USD 2.6876
-0.0007

საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება - პრემიერ-მინისტრი

news image

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო და კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე ჩანს, რომ საქართველო ამ კუთხით იმსახურებს მაღალ ნდობას.

„ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები. არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლების კუთხითაც ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად ყველა ობიექტურ საერთაშორისო შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები. მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ასევე, ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება. ამას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყანაში იმპორტირებული ბანანის 98%-ი საქართველოში ეკვადორიდან შემოდის

05.02.2026.19:00

საქართველოში ბანანის იმპორტი მზარდია, 2025 წელს ქვეყანამ 44 129.0 ათასი დოლარის ღირებულების 52 743.2 ტონა ბანანი იყიდა. მაშინ, როდესაც 2024 წელს ქვეყანაში 46 825.7 ტონა ბანანის იმპორტი დაფიქსირდა. შესაბამისად წლიური ზრდა 13%-ია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, საქართველოში იმპორტირებული ბანანის 98%-ი ქვეყანაში ეკვადორიდან შემოდის. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ბანანის იმპორტს ახდენს:

  • ეკვადორი - 51 671.1 ტონა;
  • თურქეთი - 431.6 ტონა;
  • აშშ - 215.1 ტონა;
  • ეგვიპტე - 143.3 ტონა;
  • გერმანია - 111.1 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა