საქართველოში მოგების გადასახადი რეგიონში ყველაზე დაბალია, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის ქვეყანას - შოთა ბერეკაშვილი
საკანონმდებლო ორგანო მზადაა ბიზნესთან არსებულ გამოწვევებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბროს. როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაზე განაცხადა, კომიტეტი მზად არის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომელიც დაკავშირებული იქნება წარმოების კიდევ უფრო გაზრდასთან.
„ინვესტიციების თვალსაზრისით აღვნიშნავდი, რომ საქართველოს უაღრესად ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. და ძალიან დაბალი. მოგების გადასახადი რეგიონში ყველაზე დაბალია, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის ქვეყანას. რეინვესტიციის შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ ესტონურ მოდელზე ვართ ჩვენ და მოგების გადასახადი არ იბეგრება. რაც თავის მხრივ ინვესტირებას მიმზიდველს ხდის ქვეყანაში. მნიშვნელოვანი რაც მინდა გამოვყო და დღევანდელ რეალობაში ჩვენთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის ეს არის ის, რომ საქართველოს გააჩნია თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები მნიშვნელოვან პარტნიორებთან, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე აზიის ქვეყნები, თურქეთი და დსთ-ს ქვეყნებსაც გამოვყოფდი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ გამოწვევებით სავსე ეკონომიკურ ფონზე უნიკალურ ქვეყნად აქცევს საქართველოს და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან მინდა მივმართო ბიზნესს, რომ აქტიურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები რაც დღეს არსებობს და კანონმდებლობის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ინიციატივებს, რომელიც დაკავშირებული იქნება წარმოების კიდევ უფრო გაზრდასთან“, - აღნიშნა ეკონომიკურ ფორუმზე შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, ექსპორტის წახალისების და გაზრდის კუთხით კომიტეტი მზადაა, რომ იმუშაოს კონკრეტულ ინდუსტრიებთან, კონკრეტულ სექტორებთან.
„ჩვენს შემთხვევაში მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს
ასევე, მნიშვნელოვან საკითხი, რომელსაც გამოვყოფდი და რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკის ზრდის ტემპს, კომიტეტის ფარგლებში ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრების კიდევ განვითარებისთვის და ბაზარზე უფრო მეტი ინსტრუმენტის გაჩენისთვის. აქ მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი საქართველოში კარგად არის განვითარებული და ერთ-ერთი ლიდერია“- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის ნაწილში საქართველომ მეტი ტვირთნაკადის გატარება შეძლოს და რომ პარლამენტი „საკანონმდებლო ინიციატივებით მზად არის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნესს, რათა მათ მეტი ინვესტიციების მოზიდვა შეძლონ.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანამ უაღრესად დიდი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში შევძელით ეკონომიკის გაორმაგება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შოთა ბერეკაშვილი ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაში მონაწილეობდა, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო. თავად ფორუმი კი ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა,
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
„ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს,იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი", - განაცხადა ეროვნული ბანკისპრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებშიამერიკელ ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრის შეფასებისას.
ნათია თურნავას თქმით, შეხვედრები გაიმართა საკმაოდ ცნობილ საინვესტიციოფონდებთან, რომელთა ნაწილი უკვე ოპერირებს ქართულ კაპიტალის ბაზარზე, იძენსსახაზინო ვალდებულებებს და აკეთებს ინვესტირებას. ნაწილი კი, ახალი ინვესტორებიარიან, რომლებიც აკვირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და ხელსაყრელსაინვესტიციო გარემოს ეძებენ.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია ჩვენსქვეყანაში არსებული სტაბილური ვითარება, მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია,ინვესტორები ნაკლებ რისკიან ქვეყნებში ეძებენ ადგილს ინვესტირებისთვის.
მისივე განცხადებით, ამერიკელ ინვესტორებთან საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა.სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები და არსებული პერსპექტივები, რასაცსაქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის, ახალიინვესტორებისთვის მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობაა და ამავდროულად, ინფლაციის ან რაიმე ეკონომიკური შოკის ალბათობაც ნაკლებია.