საქართველოში მიდიების იმპორტი გასული წლის დონეზეა
მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოში მიდიების იმპორტი გასული წლის დონეზეა. 2025 წელს საქართველოში 3.4 ათასი დოლარის ღირებულების 0,3 ტონა მიდიების იმპორტი დაფიქსირდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდშიც ასევე 0,3 ტონა (ცოცხალი, ახალი ან გაცვიებული) მიდიები (Mytilus spp., Perna spp.) იყიდა ქვეყანამ, რაშიც 3.2 ათასი დოლარი გადაიხადა.
საქართველოში მიდიების იმპორტიორი სულ სამი ბაზრიდან ხდება:
2024 წელს საქართველომ 3,3 ათასი დოლარის მიდიები იყიდა, 2023 წელს კი 8,5 ათასი დოლარის.
სხვა სიახლეები
ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
17.10.2026.21:02
ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.
პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - წერს იგი სოციალურ ქსელში.