საქართველოში კაკაოს იმპორტი 100%-ით არის გაზრდილი
საქართველოში კაკაოზე მოთხოვნა იზრდება, რასაც მისი იმპორტის მაჩვენებლებიც ადასტურებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 13.2 ათასი დოლარის ღირებულების 0.8 ტონა კაკაოს მარცვალი იყიდა. ეს მაჩვენებლები კი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-იანი ზრდაა, რადგანაც საანგარიშო წელს ქვეყანამ 0,4 ტონა კაკაოს მარცვლის იმპორტი განახორციელა. საქართველოსთვის კაკაოს მარცვლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ნოდერლანდებია.
2025 წლის 11 თვის სტატისტიკით საქართველოში იმპორტირებული კაკაოს 75 პროცენტი სწორედ ნიდერნდებიდან იქნა შემოტანილი
ქვეყნები, სადაც საქართველომ კაკაოს მარცვალი იყიდა:
სხვა სიახლეები
ჩვენი ინტერესია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაღრმავდეს არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დამატებით გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს | მარიამ ქვრივიშვილი
12.01.2026.19:20
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ - დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე უმსხვილეს ინვესტორებთან.
„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი ინტერესია, გაღრმავდეს არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, დამატებით მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებას, ლოგისტიკას, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, დეველოპერულ სექტორს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში ხელშესახები შედეგებით დავბრუნდებით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს ფორუმის დამსწრე საზოგადოებას.
"პრემიერ-მინისტრი დეტალურად ისაუბრებს იმ მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართულებით, საქართველოს როლზე შუა დერეფანში, ასევე რა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მათ შორის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი შემდგომი განვითარება იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს, იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი და სანდო პარტნიორი შუა დერეფანში," - აღნიშნა მინისტრმა.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.