საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების 71% ქვეყანაში აშშ-დან შემოდის
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი მზარდია, რაც მის გაზრდილ მოხმარებაზე მიუთითებს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველომ 135 841.4 ათასი დოლარის ღირებულების 7 891 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წელს ქვეყანაში ჯამურად 5 224 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი დაფიქსირდა.შესაბამისად წლიურ ჭრილში ელექტრომობილების იმპორტი 41%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის კუთხით ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია. სწორედ აშშ-ზე მოდის საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის 71%.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ელექტრომობილებს ყიდულობს:
სხვა სიახლეები
პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს ვამცირებთ - მწარმოებელთა განცხადება
06.02.2026.11:59
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ფასის შემცირება 5%-იანი იქნება.
როგორც კომპანიების - „სავანეთის“, „დილას“, „კოდას“ და „კუმისის“ განცხადებაში წერია, მწარმოებლები ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს აღნიშნულიდან გამომდინარე ამცირებენ.
"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.
ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - წერია მათ განცხადებაში.
ასევე, კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.
ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუნბეგაშვილმა განაცხადა, კვერცხზე ფასის შემცირება ორშაბათიდან იგეგმება.