მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

საქართველოში იმპორტირებული ჩაის 42% ქვეყანაში თურქეთიდან შემოდის

news image

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1 568.1 ათასი დოლარის ჩაის იმპორტი განხორციელდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 317.0 ტონა ჩაის იმპორტი განახორციელა. ეს მაჩვენებლები კი იმპორტის 31%-იან კლებას ნიშნავს, რადგანაც 2025 წლის ორ თვეში ქვეყანამ 457.0 ტონა ჩაის იმპორტი მოახდინა.

საქართველოში იმპორტირებული ჩაის 42%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოდის. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ჩაის ყიდულობს:

  • თურქეთი - 133.5 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 70.6 ტონა;
  • რუსეთი - 54.0 ტონა;
  • შრი-ლანკა - 40.6 ტონა;
  • პოლონეთი - 9.6 ტონა;
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს - დავით ნარმანია

17.04.2026.17:37

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. 

ფორუმი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხის, მიწოდების უწყვეტობისა დარეგულირების, ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისა და საინვესტიციო პროექტების შესრულების მონიტორინგის საკითხებზე. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე, რომლებსაც სემეკი უახლოეს პერიოდში განახორციელებს: 

„სემეკი სისტემატურად ახორციელებს კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს. სემეკში ინერგება და უკვე სატესტო რეჟიმშია ინვესტიციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოხდება ინვესტიციების, როგორც ინიცირების ,ისე მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ინფორმაციებისა და შესაბამისი დოკუმენტური მასალის ასახვა, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას სწრაფად მოახდინოს დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.
ფორუმს ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა