საქართველოში იმპორტირებული ბანანის 98% ქვეყანაში ეკვადორიდან შემოდის
საქართველოში ბანანის მოხმარება მზარდია, ამაზე მისი იმპორტის ზრდაც მეტყველებს. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 39 665.0 ათასი დოლარის ღირებულების 47 477.7 ტონა ბანანის იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული ბანანის მოცულობა 42 378.4 ტონა შეადგენდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ქვეყანაში ბანანის იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ბანანის იმპორტის კუთხით მოწინავე პოზიციაზეა ეკვადორია, სწორედ ამ ქვეყნიდან შემოდის საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით ბანანის. უფრო კონკრეტულად, საქართველოში იმპორტირებული ბანანის 98%-ი ქვეყანაში ეკვადორიდან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბანანს ყიდულობს:
სხვა სიახლეები
დღეს „ინტერრაოსთან“ გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მინიმალური, შეიძლება ითქვას ნულოვანი ეფექტი ექნება გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ეკონომიკაზე - ლევან ჟორჟოლიანი
08.01.2026.15:21
საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და ასევე დააკისრა თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ხელისუფლებამ თქვა უარი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სააკაშვილმა გაყიდა ყველა სტრატეგიული ენერგოობიექტი, მათ შორის „ინტერრაოზე“ მოხდა ხრამჰესების გადაცემა.
„ასევე მათ მიმართ გამოიცა მთავრობის განკარგულება, სადაც მთავრობა შეჰპირდა რუსულ მხარეს, რომ გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადით დააკომპენსირებდა მათ მიერ გადახდილ თანხებს და რასაკვირველია, ეს ტვირთად დააწვებოდა საქართველოს მოსახლეობას - გაეზრდებოდა ელექტროენერგიის გადასახადი. ამაზე უარი თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. პირველი იმიტომ, რომ მთავრობას საერთოდ არ აქვს კომპეტენცია, დაადგინოს ასეთი ტარიფი, ეს არის სემეკის დასადგენი. სემეკმა დაადგინა ტარიფი, რომელიც იყო სამართლიანი და არ მოდიოდა თანხვედრაში რუსული მხარის ინტერესებთან, რის გამოც საქმე წავიდა არბიტრაჟში.
იუსტიციის სამინისტროს ძალიან აქტიურმა ჩართულობამ და ბრძოლამ გამოიღო შედეგი, რომ დღეს „ინტერრაოსთან“ გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მინიმალური, შეიძლება ითქვას ნულოვანი ეფექტი ექნება გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აქ ცალსახაა, რომ საჯარო განცხადებებში ანტირუსულმა, მაგრამ ქმედებებით ალბათ ყველაზე რუსულმა ხელისუფლებამ, გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ მხარეს, რუსულ კომპანიას და თავისივე გადაწყვეტილებით, გაზრდილი ტარიფის გადახდა დააკისრა საკუთარ მოსახლეობას, რაზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თქვა უარი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.