მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.8
-0.0287
flag
AZN 1.5379
-0.0005
flag
CNY 38.764
-0.0042
flag
EUR 3.0265
-0.005
flag
GBP 3.5374
-0.0088
flag
KZT 56.64
-0.0007
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6145
-0.0007
news banner

საქართველოში იმპორტირებული ანანასის 88% ქვეყანაში თურქეთიდან შემოდის

news image
mbc image

2025 წლის 11 თვეში საქართველოში 1 507.6 ათასი დოლარის ღირებულების ანანასის იმპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლები ცხადყოფს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 1 410.4 ტონა ანანასი იყიდა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 1%-ით ჩამორჩება. გასული წლის 11 თვეში საქართველოში ანანასის იმპორტმა 1 428.9 ტონა შეადგინა. 

საქართველოში იმპორტირებული ანანასის 88%-ი თურქეთზე მოდის. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ანანასის იმპორტს ახდენს: 

  • თურქეთი - 1 244.2 ტონა;
  • ნიდერლანდები - 154.4 ტონა;
  • სომხეთი - 11.4 ტონა;
  • გერმანია - 0.3 ტონა;
  • ჩინეთი - 0.1 ტონა;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ივლისში ინდოეთის ნავთობის იმპორტში რუსეთის წილი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

18.08.2026.19:00

ივლისში ინდოეთის ნავთობის იმპორტში რუსეთის წილი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. 

ინდოეთის დამოკიდებულებამ რუსულ ნავთობზე ივლისში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სავაჭრო წყაროების მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებულმა ნავთობმა მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ნავთობის იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყნის მთლიანი იმპორტის 50.83% შეადგინა.

მონაცემების მიხედვით, ივლისში ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62.4%-ით გაიზარდა, თუმცა ივნისის რეკორდულ მაჩვენებელთან დღეში 2.6 მილიონ ბარელთან შედარებით 4.8%-ით შემცირდა.

თუმცა, მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულმა ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებებმა ინდოელ გადამმუშავებლებს რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელება აიძულა. ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების პერსპექტივა გაურკვეველია მას შემდეგ, რაც აშშ-ის სენატმა მიმდინარე თვეში დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული ნავთობის მყიდველებისთვის 100%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჯერ არ დაუმტკიცებია.

მონაცემების მიხედვით, აპრილში დაწყებული ფინანსური წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ინდოეთის ნედლი ნავთობის იმპორტში რუსეთის წილმა რეკორდულ 43.25%-ს მიაღწია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა