საქართველოში ICAO-ს სააერნაოსნო მომსახურების განხორციელების ხელშეწყობის ჯგუფის მე-8 შეხვედრა ტარდება
თბილისში საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის (ICAO) ინიციატივით, სააერნაოსნო მომსახურების განხორციელების ხელშეწყობის ჯგუფის (ANS Implementation Support Group – ISG) მერვე სამუშაო შეხვედრა იმართება.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ICAO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში სააერნაოსნო მომსახურების გაძლიერების და ტექნიკური კოორდინაციის გაუმჯობესებას.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ICAO-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, რეგიონალური საავიაციო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის ექსპერტები.
„სააერნაოსნო მომსახურების განხორციელების ხელშეწყობის ჯგუფის შეხვედრა წარმოადგენს ევროპული საავიაციო უსაფრთხოების დაგეგმვის ჯგუფის ერთ-ერთ დამხმარე ორგანოს. განვიხილავთ აერონავიგაციის მომსახურებისა და საჰაერო მოძრაობის მართვის მნიშვნელოვან თემებს და ვიკრიბებით წელიწადში ერთხელ.
წლევანდელ შეხვედრას საქართველო მასპინძლობს და დიდი მადლობა საქაერონავიგაციას შეხვედრის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ განვიხილოთ საჰაერო მოძრაობის მართვისა და აერონავიგაციის მომსახურების სხვადასხვა ასპექტი, ასევე სხვადასხვა რეგიონალური პროექტები და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
ANSISG-ის შეხვედრის შემადგენლობა მრავალფეროვანია — წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანა. აქ იმყოფებიან დაახლოებით 16 ქვეყნის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასე რომ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრაა ICAO-ს (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) ევროპის რეგიონის აღმოსავლეთ და სამხრეთი ნაწილისთვის.
დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რომელსაც 40-ზე მეტი ექსპერტი ესწრება, გლობალური სატელიტური ნავიგაციის სისტემებზე (GNSS) ზემოქმედებაა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ის ზეგავლენას ახდენს ევროპის რეგიონში შესრულებულ ფრენაზე. ასევე განიხილება უსაფრთხოების საკითხები და აერონავიგაციის მომსახურების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, რაც ასევე ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად“, - განაცხადა ICAO-ს სააერნაოსნო მომსახურების განხორციელების ხელშეწყობის ჯგუფის ხელმძღვანელმა კაირატ თლენშენმა.
მონაწილეები განიხილავენ უკვე განხორციელებულ პროექტებს, ისაუბრებენ გამოწვევებზე და განსაზღვრავენ მომავალ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო, ეფექტური და სტანდარტებზე დაფუძნებული სააერნაოსნო სისტემის დანერგვას და განვითარებას რეგიონში.
„საქაერონავიგაცია მიმდინარე კვირაში მასპინძლობს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (ICAO) ეგიდით მიმდინარე შეხვედრას. ამ შეხვედრაზე ძირითადად განიხილება საერთაშორისო სააერნაოსნო გეგმით გათვალისძინებული ღონისძიების კოორდინირებული დანერგვა და მათი რეალიზაცია რეგიონალურ დონეზე.
ძირითადად სააერნაოსნო განვითარების გლობალური გეგმა მოიცავს ინფრასტრუქტურულ და პროცედურულ განვითარებას. რეგიონში საჭიროა ამ ინფრასტრუქტურული და პროცედურული განვითარების ჰარმონიზაცია, რათა ყველა ქვეყანა ერთნაირად იყოს მომზადებული საერო მოძრაობის უზრუნველყოფისთვის და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის. საუბარი მაქვს, როგორც ტექნიკურ რეგლამენტებზე ასევე კანონმდებლობაზე. ჰარმონიზაციის ნაწილში გრძელვადიანი პერიოდებია გაწერილი, მაგრამ მიმდინარეობს ეტაპობრივად და საქართველო და საქაერონავიგაცია ამ ვადებში ეტევა.
მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია, რომ ICAO-ს ყველა განახლებული პროცედურა, რომელიც გამოიცემა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მას მყისიერად ასახავს ქართულ რეგულაციებში და ამ რეგულაციების შესრულება შემდეგ უკვე სააერნაოსნო საწარმოებისთვის აუცილებელია, რომ გაითვალისწინონ“, - აცხადებს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი.
დისკუსიები ასევე შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, მონაცემთა გაზიარების მექანიზმებს და თანამშრომლობის გაძლიერებას რეგიონულ დონეზე.
შეხვედრის მიზანია ICAO-ს სტანდარტების. და რეკომენდებული პრაქტიკის (SARPs) განხორციელების მხარდაჭერა, რაც რეგიონულ და გლობალურ დონეზე საავიაციო უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს.
შეხვედრის მონაწილეები შეიმუშავებენ კონკრეტული სამოქმედო გეგმებს და შეთანხმდებიან მომავალ ეტაპებზე, რაც გააძლიერებს პარტნიორობას და ხელსშეუწყობს რეგიონში საავიაციო სისტემების განვითარებას
სხვა სიახლეები
ერთ გუნდად უნდა ავაშენოთ ძირითადი ყველა ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანა გავხადოთ თვითკმარი - „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე
11.12.2025.08:41
მთავრობის გადაწყვეტილებით, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში ჩართულ ყველა კომპანიას ჯარიმა კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება.
კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაშა იორდანიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჰაერივით ესაჭიროებოდა დარგს.
„ჩვენ ერთად, ერთ გუნდად უნდა ავაშენოთ აუცილებლად ძირითადი ყველა ის სიმძლავრე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანა გავხადოთ თვითკმარი.
ჩვენ გვქონია არაერთი მაგალითი, როდესაც წარმატების ლელო გაგვიტანია და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები შეგვიყვანია ექსპლუატაციაში მაშინ, როდესაც ერთიანად, ერთ გუნდად ვმუშაობდით“, - აღნიშნა ლაშა იორდანიშვილმა.