მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

საქართველოში გატარებულმა გონივრულმა მონეტარულმა და ფისკალურმა პოლიტიკამ წვლილი შეიტანა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში - S&P Global

news image

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - "სტაბილურზე" შეინარჩუნა.

როგორც გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც საბოლოოდ წვლილი შეიტანა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში.

S&P Global თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული ნეტო შესყიდვების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებითაა განპირობებული.

თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მომგებიანი რჩება.

“ჩვენი შეხედულებით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.

S&P Global-ის  პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის რთველის დროს, შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი - ლევან მეხუზლა

08.12.2025.18:10

„მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან უნდა დავიწყოთ. ხარისხიანი ღვინის მისაღებად, საჭიროა ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე და ვაზი იყოს ნაკლებად დატვირთული. გასული წლის რთველმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მევენახე არ იცავს ამ პირობებს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გლობალურ ბაზარზე იკლო ღვინის მოხმარებამ და ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის შეჯამებისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან და ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23%  შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენი საღვინედ შეფასდება - თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ.

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„ვინაიდან სახელმწიფის უწევს რთველში ჩარევა შესაბამისი ინსტრუმენტებით, მევენახემ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს პირობებიც. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ბოლო ათწლეულია დარგისადმი ინტერესი დიდია, იზრდება ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ თიხნარში გააშენა ვენახი, რომელიც რამდენიმე წელიწადში გახმა; იყო შემთხვევა, როდესაც ვენახი გაშენდა ზღვის დონიდან ისეთ სიმაღლეზე,  სადაც არ შეიძლება ვენახის გაშენება. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს და არც მათ, ვინც ვენახის გაშენებას გეგმავს პირადი მოხმარებისთვის. ახალი, კომერციული ვენახის გაშენების პირობა გაიწერება შესაბამის ნორმატიულ აქტში და რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არავის შეექმნება თანხმობის მიღების პრობლემა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა