მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ I კვარტალში 179.4 მლნ დოლარი შეადგინა

news image

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა.

2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი - 52.3 მლნ. აშშ დოლარით (29.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 83.6 პროცენტი შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აპრილში საქართველომ 32,4 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა

12.06.2025.11:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 32,418.45 ათასი დოლარის ღირებულების შოკოლადი იყიდა. საქსტატის მიხედვით ქვეყანაში შოკოლადის იმპორტმა 6,390.13 ტონა შეადგინა, გასული წლის 4 თვეში კი იმპორტი 6,946.85 ტონის დონეზე იყო, შესაბამისად კლება 8%-ია.

მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 39%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს:

  • რუსეთი - 2,505.68 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 1,048.92 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 606.44 ათასი დოლარი;
  • პოლონეთი - 410.16 ათასი დოლარი;
  • ხორვატია - 328.92 ათასი დოლარი;

საგულისხმოა, რომ საქართველოში შოკოლადის იმპორტის რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს ქვეყანამ 103,934.47 ათასი დოლარის 23,417.10 ტონა შოკოლადი იყიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა