მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი მზარდია

news image

საქართველოში ელექტრომობილების მოხმარება მზარდია, რასაც მისი იმპორტის მაჩვენებლებიც ცხადყოფს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 7 308 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 125 103.0 ათასი დოლარის შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში იმპორტირებული ელექტრომობილების საერთო ღირებულება 102 265.8 ათასი დოლარი იყო, ხოლო რაოდენობა 5 224 ცალ ელექტრომობილს შეადგენდა. შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 40%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების დიდი ნაწილი ქვეყანაში აშშ-დან შემოდის, ისევე როგორც ზოგადად მსუბუქი ავტომობილები. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ელექტრომობილებს ყიდულობს:

  • აშშ - 5 172 ცალი
  • ჩინეთი - 1 058 ცალი
  • იაპონია - 654 ცალი
  • გერმანია - 173 ცალი
  • კანადა - 85 ცალი.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსი კაპიტალის ბაზრი საკმოდ სწრაფი ტემპით ვითარდება - მინდია საბანაძე

26.12.2025.12:00

კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანია IG Development Georgia-მ, რომელმაც 82 მლნ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, საჯარო ობლიგაციები ნაწილი გამოუშვა, ორი წლის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს. 

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე განმარტავს, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. 

„კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ Galt & Taggart-თან ერთად დიდი ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა კაპიტალის ბაზარზე. ეს არ არის მარტივი თემა. მთლიანი ჰოლდინგი უნდა იყოს მოქცეული საერთაშორისო სტანდარტებში. ჩვენი პლიუსი და პრიორიტეტი ის არის, რომ აბსოლუტურად დივერსიფიცირებული სფეროები გვაქვს მოცული - დაწყებული განათლებიდან, დასრულებული ჰიდროელექტროსადგურებით - მწვანე და განახლებადი ენერგია, მეფრინველეობა, მაცივარ-კომბინატი, იმპორტ-ექსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ბიზნესცენტრები და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად დივერსიფიცირებული სფეროებია. თუმცა ამას აქვს როგორც პლიუსი, ისე მინუსი - ეს ყველაფერი უნდა მოაქციო საერთაშორისო სტანდარტებში და უზარმაზარი შრომაა ამაში ჩადებული, რაშიც Galt & Taggart ძალიან დაგვეხმარა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქვს ასეთი პროგრამა, რომლის დახმარებითაც ის ხარჯები, რაც გაწეულია იმისთვის, რომ ჰოლდინგმა მიაღწიოს იმ დონეს, რომ შენ შეძლო, ერთი მხრივ, სანდოობა მოიპოვო და თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი სანდო ქვეყანაში და, მეორე მხრივ, ზოგადად მოექცე იმ ჩარჩოებში, რაც საერთაშორისოდ მიღებული წესებია, გარკვეულ თანხებს მოითხოვს. „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამას აქვს ასეთი მიმართულება, სადაც გრანტის სახით გიბრუნებენ იმ თანხას, რასაც ამ პროცესში ხარჯავ. ამ კომპონენტების გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია დიდი ხანია მუშაობს კაპიტალის ბაზარზე და 2 წლის შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ. ამისთვის საკმაოდ ძლიერად და სტაბილურად ვმუშაობთ“, - აცხადებს მიდია საბანაძე.

აღსანიშნავია, რომ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ , Galt & Taggart-ის ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარის და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

წლიურმა საპროცენტო სარგებელმა დოლარის 2-წლიან ობლიგაციებზე 7.75%, ხოლო ევროს 3-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში 6.50% შეადგინა. ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. განთავსებაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა, რაც ბაზრის მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის აქტიური ემიტენტია. კომპანია გალტ & თაგარტთან 2022 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობს და ამ პერიოდიდან დღემდე ხუთი მსხვილი ემისია წარმატებით განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში გამოშვებული ორივე ინსტრუმენტი წარმოადგენს მწვანე ობლიგაციას, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ მწვანე სერტიფიკატის (EDGE) მიღებას მოლებისა და სითი თაუერსისთვის. ობლიგაციებიდან მოზიდული თანხები კი როგორც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას, ასევე ახალი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით. მის პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი – სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა