საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 83%-ით არის გაზრდილი
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 5 216 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაშიც მთლიანობაში 88 760.9 ათასი დოლარია გადახდილი. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი წლიურ ჭრილში 83%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტრომობილების იმპორტმა 2 851 ერთეული შეადგინა.
საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების 73%-ი აშშ-დან შემოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ელექტრომობილებს ყიდულობს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში 5 224 ცალი ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, საერთო ღირებულებით 102 265.8 ათასი დოლარი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა
14.04.2026.19:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა.