მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს უპირატესობები მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში - OECD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი გარემოს შეფასების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა მმართველობის კუთხით ანუ აქ არის ისეთი გარემო, სადაც მიესალმებიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, უზრუნველყოფილია კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მობილობა და არ არის არანაირი შეზღუდვა არც ვალუტის კონვერტაციაზე, არც კაპიტალის რეპატრიაციაზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" იყო.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მსოფლიო ბანკის ე.წ. „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო იყო მე-7 ადგილზე, რომელიც შეცვალა მსოფლიო ბანკმა და ბიზნესისთვის მზაობის საპილოტე რეიტინგში საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ.

„ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში მმართველობის ხარისხი არის საკმაოდ კარგი, სანდო და სერვისები ყოველწლიურად უმჯობესდება - ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი არის უწყვეტი და მუდმივი. ამიტომ, ამ კუთხით, ჩვენ ამ კონკურენტუნარიანობაზე ვზრუნავთ, ასევე, ხაზგასასმელია ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზოგადად, განაპირობებს ჩვენი ბიზნესკლიმატის მიმზიდველობას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები" მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

13.11.2026.17:05

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8649 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5934 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5934 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8649 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8793 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა