მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს სარკინიგზო დარგის რეფორმის მორიგი ფაზა - გურამ გურამიშვილი

news image

„საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს სარკინიგზო დარგის რეფორმის მორიგი ფაზა, რომელიც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტზე უსაფრთხოების დონის უფრო მეტად ამაღლებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა. მისი თქმით, რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება და შედეგად ის ბიზნესზე ორიენტირებულ საწარმოდ გადაიქცევა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რკინიგზას შეთავსებული აქვს ბევრი ისეთი ფუნქცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ არის განსახორციელებელი და სწორედ მემანქანეების მოწმობების გაცემა ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა. ეტაპობრივად რეფორმის ფარგლებში სწორედ ასეთი ფუნქციებისგან გამოთავისუფლდება საქართველოს რკინიგზა და იგი წმინდად ბიზნესზე ორიენტირებულ საწარმოდ გადაიქცევა“, - აცხადებს გურამ გურამიშვილი. 

მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია დასრულდა. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში 900-მდე მოქმედი მემანქანის განაცხადი დარეგისტრირდა. ამჟამად  განაცხადების განხილვისა და დამუშავების პროცესი  მიმდინარეობს. 
რეფორმამდე მატარებლის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის სახელმწიფო სისტემა არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეს საკითხი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარა. შედეგად, მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს რეესტრში რეგისტრირებული მართვის მოწმობა და სერტიფიკატი არის ვალიდური. 

რეფორმა შეეხო ყველა მემანქანესა და მემანქანის თანაშემწეს, რომელიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სარკინიგზო საწარმოებში. ისინი სააგენტოსგან ახალ მართვის მოწმობებს უსასყიდლოდ, 2025 წლის მაისიდან მიიღებენ.  
მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების რეგისტრაციისა და გაცემის პროცესი ასოცირების შეთანხმებიდან მომდინარეობს და ევროკავშირის სარკინიგზო რეგულაციებსა და დირექტივებს სრულად შეესაბამება. 
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი ტრანსპორტის დარგის განვითარება. აღნიშნული პროცედურის დაცვა მნიშვნელოვანია მატარებლის მართვისას უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად. რეფორმის შედეგად, რეგულირების სფეროში მოექცა დარგში მოქმედი კომპანიების მხრიდან სარკინიგზო უსაფრთხოების მართვა, სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა, ასევე ინერგება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ახალი წესები. 
სარკინიგზო ტრანსპორტს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ეკონომიკის წინსვლასა და სატრანსპორტო საერთაშორისო დერეფნების განვითარებაში. ბოლო წლებში აქტიურად იზრდება საქართველოს რკინიგზის დატვირთვა და ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ 2024 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვით, რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 12,2 მლნ ტონას შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,6 პროცენტით მეტია.  
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის  რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, საქართველოში 150 წლიანი ისტორიის მქონე  დარგი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად  გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე  უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ - ლევან მოსეშვილი

09.05.2025.22:00

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელი მგზავრთნაკადის კუთხით საკმაოდ პოზიტიურია და მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მით უმეტეს, რომ წინ ზაფხულის ტურისტული სეზონია.

„2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო. 2025 წლის ოთხ თვეში 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ ჯამურად. რაც რეკორდულია ნამდვილად. საერთო ჯამში ეს ციფრებში 13%-იან ზრდაში გამოიხატება. იმედს ვიტოვებთ, რომ წლის ბოლომდე ეს პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ, ბევრი მგზავრი შემოვიყვანოთ და ეს პოზიტივი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა