მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებებს, ასევე ენერგეტიკის სექტორს - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობითგამართულ სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„კომისიის სხდომა გამორჩეულად ნაყოფიერი იყო - შედგა არაერთი მიმართულებით მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და გაძლიერება. ასევე საუბარი შედგა კულტურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით მუშაობის გაღრმავებაზე. რა თქმა უნდა, კომისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის საკითხს - თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და მეგობრობა იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ჩვენს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ხაზგასმული იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა, აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობებზე. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ არსებულ შესაძლებლობებზე, სადაც ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებებს, ასევე ენერგეტიკის სექტორს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასახეს, თუ როგორ უნდა მოხდეს არამარტო ტრადიციულ, არამედ ახალ სექტორებში ძალების გაერთიანება, ისევე როგორც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„ეს მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ოპერირებად ბიზნესებს - მსხვილ, საშუალო თუ მცირე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, განავითარონ ბიზნეს-საქმიანობები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში. სხდომაზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავების საკითხს, სადაც უდიდეს როლს თამაშობს ტურიზმის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სახმელეთო და საჰაერო ავიამიმოსვლები. ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა გაჟღერდა და დაიგეგმა, მათთან დაკავშირებით მომდევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად უკვე აღსრულების მექანიზმებს გავააქტიურებთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებებს, ასევე ენერგეტიკის სექტორს - მარიამ ქვრივიშვილი

04.03.2026.14:44

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობითგამართულ სხდომაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„კომისიის სხდომა გამორჩეულად ნაყოფიერი იყო - შედგა არაერთი მიმართულებით მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და გაძლიერება. ასევე საუბარი შედგა კულტურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით მუშაობის გაღრმავებაზე. რა თქმა უნდა, კომისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის საკითხს - თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და მეგობრობა იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ჩვენს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ხაზგასმული იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა, აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობებზე. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ არსებულ შესაძლებლობებზე, სადაც ურთიერთობების გაღრმავების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს, ეს განსაკუთრებით შეეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებებს, ასევე ენერგეტიკის სექტორს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასახეს, თუ როგორ უნდა მოხდეს არამარტო ტრადიციულ, არამედ ახალ სექტორებში ძალების გაერთიანება, ისევე როგორც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„ეს მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ოპერირებად ბიზნესებს - მსხვილ, საშუალო თუ მცირე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, განავითარონ ბიზნეს-საქმიანობები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში. სხდომაზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავების საკითხს, სადაც უდიდეს როლს თამაშობს ტურიზმის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სახმელეთო და საჰაერო ავიამიმოსვლები. ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა გაჟღერდა და დაიგეგმა, მათთან დაკავშირებით მომდევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად უკვე აღსრულების მექანიზმებს გავააქტიურებთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა