საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიაში 19 718.4 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი მოახდინა. 2025 წლის 2 თვის სტატისტიკით კი ექსპორტი 18 861.9 ათას დოლარს შეადგენდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტი 5%-ით არის გაზრდილი.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:
შვეიცარიიდან საქართველოში იმპორტი %-ით არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიიდან 40 873.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 646.0 ათასი დოლარის. მიმდინარე მონაცემებით შვეიცარიიდან იმპორტი 43%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
ეკატერინე გალდავამ შვედეთის, დანიისა და ფინეთის ცენტრალური ბანკების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
17.04.2026.16:01
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, შვედეთის, დანიისა და ფინეთის ცენტრალური ბანკების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია შეეხებოდა გლობალურ ეკონომიკურ გარემოში მზარდ გაურკვევლობას და მის გავლენას მონეტარულ პოლიტიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სცენარების ანალიზისა და სტრეს-ტესტირების მნიშვნელობაზე, როგორც რისკების უკეთ შეფასებისა და სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებზე.
დისკუსიისას გამოიკვეთა ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურის კრიტიკული მნიშვნელობის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ საგადახდო სისტემები და ბაზრის ძირითადი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მდგრადი, სანდო და სრულად ფუნქციონირებადი ნებისმიერ პირობებში, რადგან ისინი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში არსებულ მოწყვლადობებს და ინვესტიციების გაგრძელების, მზადყოფნის გაძლიერებისა და მწვანე ტრანზიციის დაჩქარების აუცილებლობას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის, ფედერალური სარეზერვო ბანკის, ინგლისის ბანკის, ევროპის ცენტრალური ბანკის, გერმანიის ცენტრალური ბანკის, დანიის, საფრანგეთის, იტალიის, ფინეთის, ავსტრიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, თურქეთის, ირლანდიის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ცენტრალური ქალი ბანკირები.