საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა მზარდია
საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტი 8%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ საფრანგეთში 50 313.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებლები 46 762.1 ათასი დოლარის დონეზე იყო.
საქართველოდან საფრანგეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი 2025 წლის მონაცემებით თხილი და კაკალი იყო.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:
რაც შეეხება საფრანგეთიდან იმპორტს, აქ 10%-იანი ზრდაა. 2025 წელს საქართველომ საფრანგეთიდან 338 326.1 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2024 წელს 306 803.0 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6759 ლარი გახდა
27.02.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1581 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6759 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6759 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1581 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1544 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.