მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა განიხილება

news image
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაკსატ მამიტკანოვს შეხვდნენ.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები (საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ფრენები ხანმოკლე დროით, 2021 წლის ზაფხულში, ბიშკეკი - ბათუმი - ბიშკეკის საჰაერო ხაზზე სრულდებოდა).
გივი დავითაშვილმა და ლევან მოსეშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩს გააცნეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე, ქვეყანაში დაგეგმილი ის ინფრასტრუქტურული პროექტები თუ საავიაციო სატნდარტების გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დარგის საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებას. ელჩთან საუბრისას, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც ყირგიზეთის რესპუბლიკის საერჩოსთან, ისე შესაბამის საავიაციო უწყებასთან და დაინტერესებულ ავიაკომპანიებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესის ხელშეყობის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში, ყირგიზეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, წლების განმავლობაში გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის, რაც ითვალისწინებდა სამუშაო და სასწავლო ვიზიტებს ყირგიზეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარების და მათი კომპეტენციების გაძლიერების მიზნით. როგორც გივი დავითაშვილმა აღნიშნა, სააგენტო მზადაა მომავალშიც ხელი შეუწყოს საავიაციო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი

16.01.2026.17:20

„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა. 

„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, -  აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა