მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077
0.0028
flag
AZN 1.5861
-0.0002
flag
CNY 38.671
0.0052
flag
EUR 3.1503
0.0098
flag
GBP 3.6306
0.0151
flag
KZT 52.86
0.0003
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6967
-0.0004

საქართველოსა და ხორვატიის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია

news image

ხორვატიაში ექსპორტი 39%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 17%-ით. 

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ხორვატიაში 832.0 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 599.6 ათასი დოლარის. ზრდა 38.8%-ია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ხორვატიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიაში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 394.8 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 169.2 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 125.0 ათასი დოლარი;
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 64.4 ათასი დოლარი;
  • ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა - 25.5 ათასი დოლარი;


2025 წელს საქართველომ ხორვატიიდან 20 177.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17 251.7 ათასი დოლარის. ზრდა 17%-ია. ხორვატიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი შოკოლადია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიიდან ყიდულობს:

  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 6 716.8 ათასი დოლარი;
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 2 001.4  ათასი დოლარი;
  • სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 1 445.1  ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 937.7  ათასი დოლარი;
  • რეზერვუარები, ცისტერნები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონიებისაგან, 300 ლიტრი და მეტი ტევადობის - 719.9  ათასი დოლარი;



news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები - ვახტანგ ცინცაძე

13.01.2026.15:39

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა - მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები - კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 11.2%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელმაც 25.8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ექსპორტის მაჩვენებლების მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2025 წლის დეკემბერშიც - ის 22.5%-ით გაიზარდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით და 673.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, 2025 წლის დეკემბერში ის 8.5%-ით გაიზარდა და 1,843.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2025 წლის დეკემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,516.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.

საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ერთი მხრივ ქვეყნის საჭიროებები უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი პროდუქციით, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი.

„ამისთვის მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით უზრუნველყოფს საექსპორტო არეალის გაფართოებას. საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა