მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკება გაიმართა

news image

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას - ჩინეთის კომერციის სამინისტროს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰან ჩანგტიანი. 

შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა  ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. 

მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ. ასევე განხილულ იქნა საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ქართული მხარე უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეებს ელოდება. 

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანა - გაიზარდა არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვა, არამედ ხელი შეეწყო ინვესტიციებს, პოზიტიური ტენდენციებია ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით და სხვ. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, პრეფერეციული რეჟიმით პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაყიდონ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცვლილებების ოქმს ხელი მომდევნო წლის პირველ კვარტალში მოეწერება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წლის II კვარტალში ეკონომიკის ზრდამ 7.3% შეადგინა - საქსტატი

18.09.2025.10:57

2025 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 347.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის II კვარტალში 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

2025 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.1 პროცენტი), განათლება (28.9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.4 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.5 პროცენტი), მშენებლობა (-2.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.7პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.5 პროცენტი), მშენებლობა (7.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.8 პროცენტი), განათლება (6.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა