საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველომ ჩინეთში 66 056.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18 062.6 ათასი დოლარის. ზრდა 265.7%-ია. იანვარში საქართველოდან ჩინეთში ნო,მერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იყო.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ჩინეთში ახდენს:
რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ის 2026 წლის იანვრის მონაცემებით 157 257.8 ათას დოლარს შეადგენს, 2025 წლის იანვარში კი 115 870.1 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად იმპორტი 35.7%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ჩინეთიდან ახდენს:
სხვა სიახლეები
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს
01.05.2026.09:07
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია თავისივე დასკვნას დღეს განიხილავს.
მოქმედი კომისიის ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში, შეხვედრები 80-ზე მეტ კომპანიასთან გაიმართა. კომისიამ სამ სექტორთან თანამშრომლობით შეისწავლა: ბიზნესმოდელები, საოპერაციო ხარჯები, მოგების მარჟები, რაც ფასების ფორმირებას იწვევს.
დროებითი კომისიის დასკვნა აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა, სადაც შემდგომი სამოქმედო გეგმა შედგება.
„კვლევა დაფუძნებულია ბაზრის სრულყოფის შესწავლაზე, ანალიტიკურ თეორიაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე. პროცესი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და იქ უკვე კონკრეტული გეგმა გაიწერება“, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.