მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიდა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

news image

ხელი მოეწერა ქათმის ხორცის ექსპორტის გახსნა ჩინეთის ბაზარზე და მინდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომელმაც ჩინეთში ვიზიტი შეაფასა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არის დამატებითი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირებისთვის.


„ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავიდა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა. და ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. ჩვენი სამინისტროს ჭრილში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული, როგორც გარემოს დაცვის ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით - გაფორმდა მემორანდუმები თანამშრომლობაზე. გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით თანამშრომლობა დაცულ ტერიტორიებთან, ეკო ტურიზმთან დაკავშირებით, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით - მოგეხსენებათ, რომ ნარჩენების მართვის კომპანია ჩვენ სამინისტროში გადმოვიდა და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და კიდევ ბევრი მიმართულებებია სოფლის მეურნეობის მიმართულების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებით პროდუქტიულობის ზრდა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა. აქვე მინდა აღვნიშნო ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა და ხელი მოეწერა ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ეს არის ქათმის ხორცის ექსპორტის გახსნა ჩინეთის ბაზარზე და მინდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა იმიტომ, რომ არის შესაძლებლობა აგროსასურსათო პროდუქტისთვის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ბაზარზე ექსპორტის. ფაქტობრივად ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ ამ დარგში, სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელონ, რადგან ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი მსოფლიოში გაიხსნა საქართველოსთვის და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი ბევრ სხვა მიმართულებებთან ერთად ამ კუთხითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებს სონღულაშვილი. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე - დავით სონღულაშვილი

17.11.2025.13:00

მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მინისტრი აქტიურად სტუმრობს რეგიონებს და ეცნობა ფერმერების საჭიროებებს და მათგან მიღებული ინფორმაციების შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს იმ პოლიტიკაში, რასაც შემდგომ სამინისტრო ატარებს. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრული წარმომადგენლობა დაფარვით მთელს საქართველოს ფარავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გავეცნო თანამშრომლების სამუშაო გარემოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყოს შექმნილი პირობები იმისთვის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დედაქალაქიდან ახორციელებს იყოს სწორად და შესაბამისად გატარებული და აღსრულებული რეგიონებში, და მეორეს მხრივ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა შევხვდეთ ფერმერებს და ყოველთვის ეს არის პრიორიტეტი, რადგანაც ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს და ამაზე გაკეთებული რეაგირებები იყოს ასახული იმ ჩვენს პროგრამებში და პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი უფრო მეტი ეფექტი მიიღო და უფრო მეტად ეფექტური იყოს თანამშრომლობა ფერმერებთან და შესაბამისად ეს ასახული იყოს უკვე აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაში. ბიზნესთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამები ზუსტად ასეა აწყობილი და მორგებული, რომ იყოს მაქსიმალურად მომსახურებასა და სერვისზე ორიენტირებული პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის ასევე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ინვესტირებადი დარგი ბიზნესისთვის, რადგან მსხვილ ბიზნესს ამ შემთხვევაში შემაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ეფექტს იძლევა ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენი ამოცანა. ზუსტად ამიტომ ვაწყობთ სისტემას სამინისტროშიც და ეს არის შედეგი რეგიონებში სიარულის, რომ მაქსიმალურად თითოეული საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, არის მნიშვნელოვანი ფერმერისთვის იყოს ადეკვატურად რეაგირებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა