მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა - პრემიერი

news image

ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთანშეხვედრისას. 

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენო უმაღლესობავ, უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. დღეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე ჩვენთვის. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და უღრმეს მადლობას გიხდით ამისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს აქვთ ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში და წარმატებით, მათ აქვთ ყველა პირობა შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ და მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინიციატივები მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა.

თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

19.09.2025.20:08

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ნავსადგურის სახელმწიფო ორგანო, აცხადებს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
2025 წელს ორჯერ (იანვარსა და ივლისში), რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები შევიდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ბენზინის ტრანზიტული ტვირთით, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქვეყნად სომხეთი იყო მითითებული.
ორივე გემი მოგვიანებით, 2025 წლის 19 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში შეიყვანეს. საქართველოს პორტებში შესვლისა და საქართველოს წყლებიდან გასვლის დროს, ეს გემები სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. სააგენტო აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების, ასევე გემის შესვლის დროს მოქმედი სანქციების რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის, სანქციების თავიდან არიდების მიზნით მესამე სახელმწიფოების მიერ.
აღსანიშნია, რომ საქართველოს ნავსადგურებში მომავალი ნებისმიერი გემი, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან თანხმდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მოსვლამდე. აღნიშნული ზომების მიზანია, სანქცირებული გემების მოძრაობის შეზღუდვა საქართველოს ნავსადგურებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა