მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის ფრენების ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabiს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს როგორც საავიაციო ნაწილში, ასევე ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.  

„საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ახალი მიმართულებების, ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქათველოს ავიაბაზარზე, ხოლო,მეორე მხრივ, არსებული მარშრუტების და ავიაკომპანიების ჭრილში სიხშირეების გაზრდას. სწორედ ამ მიმართულებით შედგა შეთანხმება ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-სთან.  ავიაკომპანია საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს და მისი დინამიკა წლიდან წლამდე მზარდია, ისევე, როგორც ზოგადად დაკავშირებადობისტურისტებისა და ვიზიტორების მოძრაობა საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ავიაკომპანია აბუ დაბი - თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში 8-ჯერ შეასრულებს, მათ შორის, ხუთშაბათობით  დღეში ორჯერ. აღსანიშნავია, რომ Air Arabia Abu Dhabi-მ 2021 წელს თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით დაიწყო ოპერირება, თუმცა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად რეისების რაოდენობაც გაზარდა. 

„ჩვენთვის როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული მიმართულებით ყურის ქვეყნები წარმოადგენენ განსაკუთრებული ინტერესის სფეროს, განსაკუთრებულ პრიორიტეტს. წლიდან წლამდე მზარდია როგორც ტურისტული ნაკადები, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით მგზავრთა და ვიზიტორთა გადაადგილება. შესაბამისად, ავიაკომპანიის გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის პოლიტიკასთან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

Air Arabia Abu Dhabi-ის მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეების გაზრდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს საავიაციო პოლიტიკის წარმატებას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების დინამიკას და ჩვენი ქვეყნის სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო  ბაზრებზე. ირაკლი ნადარეიშვილის პროგნოზით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ზრდა კიდევ ერთი ხელშემწყობი გარემოება იქნება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა. ამასთან, 2025 წლის 6 თვეში  საქართველოში ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა  -  47,430 ვიზიტი  დაფიქსირდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის რთველის დროს, შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი - ლევან მეხუზლა

08.12.2025.18:10

„მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან უნდა დავიწყოთ. ხარისხიანი ღვინის მისაღებად, საჭიროა ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე და ვაზი იყოს ნაკლებად დატვირთული. გასული წლის რთველმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მევენახე არ იცავს ამ პირობებს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გლობალურ ბაზარზე იკლო ღვინის მოხმარებამ და ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის შეჯამებისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან და ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23%  შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენი საღვინედ შეფასდება - თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ.

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„ვინაიდან სახელმწიფის უწევს რთველში ჩარევა შესაბამისი ინსტრუმენტებით, მევენახემ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს პირობებიც. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ბოლო ათწლეულია დარგისადმი ინტერესი დიდია, იზრდება ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ თიხნარში გააშენა ვენახი, რომელიც რამდენიმე წელიწადში გახმა; იყო შემთხვევა, როდესაც ვენახი გაშენდა ზღვის დონიდან ისეთ სიმაღლეზე,  სადაც არ შეიძლება ვენახის გაშენება. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს და არც მათ, ვინც ვენახის გაშენებას გეგმავს პირადი მოხმარებისთვის. ახალი, კომერციული ვენახის გაშენების პირობა გაიწერება შესაბამის ნორმატიულ აქტში და რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არავის შეექმნება თანხმობის მიღების პრობლემა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა