მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

საქართველოს უაღრესად ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს - შოთა ბერეკაშვილი

news image

საკანონმდებლო ორგანო მზადაა ბიზნესთან არსებულ გამოწვევებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბროს. როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაზე  განაცხადა, კომიტეტი მზად არის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომელიც დაკავშირებული იქნება წარმოების კიდევ უფრო გაზრდასთან.

„ინვესტიციების თვალსაზრისით აღვნიშნავდი, რომ საქართველოს უაღრესად ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. და ძალიან დაბალი. მოგების გადასახადი რეგიონში ყველაზე დაბალია, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის ქვეყანას. რეინვესტიციის შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ ესტონურ მოდელზე ვართ ჩვენ და მოგების გადასახადი არ იბეგრება. რაც თავის მხრივ ინვესტირებას მიმზიდველს ხდის ქვეყანაში. მნიშვნელოვანი რაც მინდა გამოვყო და დღევანდელ რეალობაში ჩვენთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის ეს არის ის, რომ საქართველოს გააჩნია თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები მნიშვნელოვან პარტნიორებთან, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე აზიის ქვეყნები, თურქეთი და დსთ-ს ქვეყნები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ გამოწვევებით სავსე ეკონომიკურ ფონზე უნიკალურ ქვეყნად იქცეს საქართველო.  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან მინდა მივმართო ბიზნესს, რომ აქტიურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები რაც დღეს არსებობს და კანონმდებლობის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ინიციატივებს, რომელიც დაკავშირებული იქნება წარმოების კიდევ უფრო გაზრდასთან“, - აღნიშნა ეკონომიკურ ფორუმზე შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, ექსპორტის წახალისების და გაზრდის კუთხით კომიტეტი მზადაა, რომ იმუშაოს კონკრეტულ ინდუსტრიებთან, კონკრეტულ სექტორებთან.

„ჩვენს შემთხვევაში მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს. კომიტეტის ფარგლებში ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრების კიდევ  განვითარებისთვის და ბაზარზე უფრო მეტი ინსტრუმენტის გაჩენისთვის. აქ მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი საქართველოში კარგად არის განვითარებული და ერთ-ერთი ლიდერია“,- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის ნაწილში საქართველომ მეტი ტვირთნაკადის გატარება შეძლოს და რომ პარლამენტი „საკანონმდებლო ინიციატივებით მზად არის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნესს, რათა მათ მეტი ინვესტიციების მოზიდვა შეძლონ.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანამ უაღრესად დიდი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ 4 წლის განმავლობაში შევძელით ეკონომიკის გაორმაგება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შოთა ბერეკაშვილი ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაში მონაწილეობდა, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო. თავად ფორუმი კი ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სემეკმა რეგულირებადი საწარმოებისთვის ახალი საფასურები და ტარიფები დაადგინა

05.12.2025.17:47

საქართველოს ენერგეტიკისა და წყლმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ ჯიფაუერს“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“, შპს „მტკვარი ენერჯის“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური დაუდგინა.

სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასევე სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ - 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ - 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ - 325,793 ლარით დღეზე.

რაც შეეხება სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს, სს „ხრამჰესი I“-ის ტარიფი განისაზღვრა 4.764 თეთრით კვტ.სთ.-ზე, სს „ხრამჰესი II“-ისთვის - 4.259 თეთრით კვტ.სთ.ზე, ხოლო სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დარჩა უცვლელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა