მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

საქართველოს შემთხვევაში სწორი და დამოუკიდებელი ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა ნიშნავს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ეკონომიკურ ცენტრებთან - შოთა ბერეკაშვილი

news image

აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა და სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ მოდელში დავინახოთ შესაძლებლობები, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა იძლევა და შევძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გლობალური ახალი ეკონომიკური ტენდენციების შეფასებისას განაცხადა.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება და მსოფლიო ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ ვიცოდით გლობალური კაპიტალიზმის სახით გარდაქმნის პროცესშია და ჩვენ ვართ მომსწრე, ორი ან მეტი ეკონომიკური ცენტრების ფორმირების. პირველ რიგში, ეს არის ტრადიციული აშშ და მისი მიზიდულობის ცენტრი და  მეორე, არენაზე გამოდის სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, კერძოდ ჩინეთი და ჩინეთის  გარშემო არსებული ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრები. ამასთან ერთად მოლოდინი არის, რომ შეიქმნება შედარებით მცირე ზომის მიზიდულობის ცენტრები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ახალი ეკონომიკური მოდელის ფორმირებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
განსაკუთრებული დიდი როლი ენიჭება შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი მონეტარული და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საშუალება.

საქართველოს შემთხვევაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ეკონომიკური კავშირები გააძლიეროს და განამტკიცოს ტრადიციულ ძველ ცენტრებთან და ასევე შეძლოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ახლად ფორმირებულ ეკონომიკურ ცენტრებთან. არ იყოს ჩაკეტილი, არ ჰქონდეს ბლოკური სტატუსი, ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა. სწორედ ასეთი დაბალანსებული და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. მაგალითად, როდესაც რეალური ეკონომიკა საშუალოდ 9,5%-ით გაიზარდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს უაღრესად დიდი მაჩვენებელია და ნომინალურ ციფრებს თუ შევხედავთ ეკონომიკა გაორმაგდა. თუ 4 წლის წინ, თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 4500 ჩვენ რეალისტურად მიგვაჩნია, რომ 2025 წლის ბოლოს ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10000 დოლარს მიაღწევს და ეს უაღრესად დიდი ნაბიჯია იმისკენ, რომ უახლოეს წლებში შევძლოთ და საქართველო მაღალშემოსავლიან ეკონომიკად ვაქციოთ, რადგან ნიშნული14 000 დოლარი არის, რომ ხარ მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა. ამ პროცესებში მთავარი გამოწვევა არის, რომ სწრაფად ცვალებად მსოფლიო ეკონომიკურ მოდელში დავინახოთ შესაძლებლობები, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა იძლევა და შევძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი ძალები და თანხვედრა მოვახდინოთ ჩვენს შესაძლებლობებთან. ამისთვის აუცილებელია, რომ გამოიკვეთოს ეკონომიკური სექტორები, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის შემდეგი წლების განმავლობაში და ის გახდება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე" წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის - ინგა ფხალაძე

15.09.2025.17:34

"საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა მას ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. ჩვენ „მწვანე" წყალბადს განვიხილავთ, როგორც საკვანძო შესაძლებლობას აღნიშნული როლის გასამყარებლად, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს „მწვანე" წყალბადის საგზაო რუკა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრა, ჰიბრიდულ რეჟიმში, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით გაიმართა. 

„ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე" წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევიტანოთ წვლილი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის წყალბადის პლატფორმის ჩამოყალიბებაში, ჩვენს მეზობლებთან და ევროკავშირთან პარტნიორობით," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.  

შეხვედრაზე სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ წარადგინა „მწვანე" წყალბადის საგზაო რუკის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა „მწვანე" წყალბადის წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას ტრანზიტისა და საექსპორტო მარშრუტებისათვის, ასევე ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით. 

სამუშაო შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ადნან თარინი. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის", ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა