მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

news image
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც ნავსადგურის სახელმწიფო ორგანო, აცხადებს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
2025 წელს ორჯერ (იანვარსა და ივლისში), რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები შევიდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ბენზინის ტრანზიტული ტვირთით, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქვეყნად სომხეთი იყო მითითებული.
ორივე გემი მოგვიანებით, 2025 წლის 19 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში შეიყვანეს. საქართველოს პორტებში შესვლისა და საქართველოს წყლებიდან გასვლის დროს, ეს გემები სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში შესვლა კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მკაცრი დაცვით. სააგენტო აგრძელებს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და გარემოს დაცვის სტანდარტების, ასევე გემის შესვლის დროს მოქმედი სანქციების რეჟიმების დაცვის უზრუნველყოფას. საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის, სანქციების თავიდან არიდების მიზნით მესამე სახელმწიფოების მიერ.
აღსანიშნია, რომ საქართველოს ნავსადგურებში მომავალი ნებისმიერი გემი, სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებთან თანხმდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მოსვლამდე. აღნიშნული ზომების მიზანია, სანქცირებული გემების მოძრაობის შეზღუდვა საქართველოს ნავსადგურებში.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Eagle Hills-ის დამფუძნებელთან გავცვალეთ შეთანხმებები, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს - მარიამ ქვრივიშვილი

19.09.2025.20:42

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ავიაციის სფეროებში და ასევე ინვესტიციების დამატებით მოზიდვა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. 

 

მარიამ ქვრივიშვილმა  ხაზი გაუსვა საამიროების პრეზიდენტთან ერთად EMAAR-ისა და  Eagle Hills-ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის საქართველოში სტუმრობას, რომელიც, მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ინვესტორია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ,  მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.

„ასეთი მოცულობის, ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და ქვეყანაში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი.  ვიზიტის ფარგლებში საამიროების წარმომადგენლებთან  განვიხილეთ შესაძლებლობები,  თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების ზრდა საქართველოში, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადების  ზრდა,  რომ ორმა ქვეყანამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ერთმანეთთან და ჩვენი ეკონომიკა წლიდან წლამდე სტაბილურად და მდგრადად იზრდებოდეს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა