მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

საქართველოს სავალუტო რეზერვებში დაახლოებით 100 მილიონ დოლარის მოცულობის რეზერვები 2021 წლიდან ჩინურ იუანში გვქონდა განთავსებული - ალექსანდრე ხაზარაძე

news image

საქართველოს ძირითადი ვალდებულებები დენომინირებულია აშშ დოლარსა და ევროში, შესაბამისად, ქვეყნის სავალუტო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განთავსების კუთხით ყოველთვის სარგებლობს საერთაშორისოდ აღიარებული რეზერვების მართვის პრინციპებით, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვალდებულების სავალუტო რისკის ჰეჯირების მიზნით, ვალდებულებებისა და რეზერვების სავალუტო კომპოზიცია მსგავსი უნდა იყოს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია დივერსიფიკაციის პრინციპი რაც ითვალისწინებს სხვა ვალუტებში მცირე მოცულობით ინვესტირებას მთლიანი რეზერვების ვოლატილობის შემცირებისა და შემოსავლიანობის ზრდის მიზნით.

„შესაბამისად ვინაიდან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები არის დენომინირებული აშშ დოლარსა და ევროში, ჩვენი სავალუტო კომპოზიცია, საერთაშორისო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. თუმცა ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვების მცირე პორცია ყოველთვის იყო განთავსებული განსხვავებულ ვალუტებში დივერსიფიკაციის მიზნით. ასეთი ვალუტები იყო: ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი და სხვა ვალუტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება ჩინური იუანიც, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ვალუტა დივერსიფიკაციის კუთხით და 2021 წლიდან ჩვენ ჩინურ იუანში განთავსებული გვქონდა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვები", - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ეს იყო განთავსებული არა პირდაპირ, არამედ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ დაფუძნებული და მართული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით.

ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა, იძლევა საშუალებას ნაკლები ხარჯებით მოხდეს პირდაპირი ინვესტიციები, ასევე ეს იძლევა მეტ ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობას.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოიპოვა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია, მისმა მოცულობამ ₾120 მილიონს მიაღწია - დავით ონოფრიშვილი ბაზრის ტენდენციებზე

11.03.2026.20:40

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში კერძო სადაზღვევო ბაზარმა ზრდა აჩვენა, ჯანდაცვის მიმართულება შვიდ წელიწადში თითქმის გაორმაგდა, ავტოდაზღვევის ბაზარი ახლო მომავალში განვითარდება, ხოლო მოსახლეობა თანდათან უფრო მეტად დაინტერესებულია საკუთარი ქონების, ყოფითი რისკებისა და სიცოცხლის დაზღვევით. 2023 წლიდან ძალაში შესული კანონი კერძო საპენსიო ფონდებზე დამატებით შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს დანაზოგისა და დაზღვევის შექმნაში, რაც ბაზრის ზრდას და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ განაწილებას უწყობს ხელს.

„ქონების დაზღვევის მიმართულება ვითარდება, თუმცა მოსახლეობაში ამ სერვისის მიმართ ნდობა და ინტერესი მაინც დაბალია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყოფითი პრობლემების წინაშე ვდგებით - მაგალითად, მეზობლისგან წყლის ჩამოსვლა ან ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომა, რამაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვევაა ქონების დაზღვევის მთავარი მიზანი, თუმცა ბევრი მოქალაქე ამ რისკებისგან თავის დაცვაზე ჯერ კიდევ არ ფიქრობს.

სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია. მისმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 100 მილიონს და 120 მილიონ ლარს მიაღწია. ეს პროდუქტი ძირითადად საბანკო სექტორთან არის დაკავშირებული, როდესაც მომხმარებელი იპოთეკურ სესხს ან სხვა სერიოზულ ფინანსურ ვალდებულებას იღებს, ბანკი, რისკების დაზღვევის მიზნით, სიცოცხლის დაზღვევას მოითხოვს.

ამრიგად, სადაზღვევო სფეროს მრავალი მიმართულება ვითარდება. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ კერძო საპენსიო ფონდებსაც. 2023 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ე.წ. „მესამე სვეტს“ ეხება. მოგეხსენებათ, პირველი ორი სვეტი უკვე მოქმედებს. პირველი გულისხმობს სახელმწიფო პენსიას, მეორე კი დაგროვებით სქემას, რომელშიც სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული 2-2%-იანი შენატანებით მონაწილეობენ. მესამე სვეტი კი სრულად საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, კერძო მოდელია, სადაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს სურვილისამებრ, გარკვეული სქემით შეუძლიათ მონაწილეობა.

მართალია, არსებობს სხვადასხვა მოდელი, თუმცა შესაბამისი კანონი 1-ლი იანვრიდან უკვე შევიდა ძალაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მიმართულება განვითარდება, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს  სხვა ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ კერძო საპენსიო ფონდები დანაზოგების დაგროვებისა და დამატებითი დაინტერესების მნიშვნელოვანი წყაროა. ქვეყანაში შემოსავლები იზრდება და ეკონომიკური დინამიკა დადებითია, რაც გვაძლევს იმედს, რომ საპენსიო სისტემის ეს ფორმაც წარმატებით განვითარდება“, - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა