მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.4
-0.0045
flag
AZN 1.5903
-0.0005
flag
CNY 38.172
-0.0033
flag
EUR 3.1319
0.0009
flag
GBP 3.5759
0.0149
flag
KZT 52.43
0.0025
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7039
-0.0008

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ისაუბრა, მათ შორის, ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება.

„საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება"- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, გლობალური გამოწვევებისა და ვაჭრობის დინამიკის ცვლილებების ეპოქაში, რეგიონული სატრანსპორტო კავშირები და ინიციატივები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი და  შუა დერეფანი  მდგრადობისა და თანამშრომლობის საიმედო სიმბოლოდ იქც.

„რეგიონული დაკავშირებადობის  გასაუმჯობესებლად, სატრანსპორტო სისტემების განვითარებისა  და ლოგისტიკური პროცესების დასაჩქარებლად, საქართველომ შუა დერეფნის განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა და ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის აქტიური მშენებლობა, ანაკლიის ღმრაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარება და ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია. იმისთვის, რომ  შუა დერეფანი სხვა გლობალური მარშრუტების კონკურენტუნარიან ალტერნატივად იქცეს, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს დროული, უსაფრთხო და ეფექტიანი გადაზიდვები" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით - უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი

27.11.2025.17:47

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მაჰკამოვის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და სხვადასხვა სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის განვითარების პროცესში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და  პერსპექტივებზე გააკეთა.

ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმი და მის ფარგლებში გამართული ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხითაც.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც  საზღვაო ქვეყანის მნიშვნელობას ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. მისი შეფასებით,  ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთის საქართველოსთან მჭიდრო  და ეფექტიანი კომუნიკაცია ახალი სატრანსპორტო დერეფნების, დივერსიფიცირებული მარშრუტების შექმნისა და არსებულის განვითარების მიმართულებით.

უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმის სექტორში, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება, ისევე, როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული საავიაციო მიმოსვლა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება. ილჰომ მაჰკამოვის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა