მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

საქართველოს საპენსიო ფონდმა წარმატებით გაიარა ISO/IEC 27001:2022 სტანდარტის სასერტიფიკაციო აუდიტი

news image
საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები (ISMS) სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რაც უკვე მესამე წელია, დასტურდება ინფორმაციული მართვის სისტემების ISO სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკაციით.

ამჟამად, საპენსიო ფონდმა წარმატებით გაიარა ISO/IEC 27001:2022 სტანდარტის სასერტიფიკაციო აუდიტი, რომელიც განხორციელდა ავსტრიული კომპანიის, Certification & Information Security Services GmbH-ის მიერ. ეს არის სტანდარტის უახლესი და გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ ცვლილებებს, მათ შორის ღრუბლოვან და ვებ სერვისებთან დაკავშირებულ რისკებს.
ამ წარმატებით, საპენსიო ფონდი გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ფონდის მაღალ სტანდარტებს საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სფეროში და ჩვენს მუდმივ სწრაფვას, გავაუმჯობესოთ მონაცემთა დაცვა და რისკების მართვა.
 ISO/IEC 27001:2022 არის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ეფექტიანად მართონ თავიანთი მონაცემების უსაფრთხოება. სტანდარტი უზრუნველყოფს, რომ:
· დაცულია მონაცემები - კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია როგორც ციფრული, ისე ფიზიკური აქტივებისთვის.
· იმართება რისკები - იდენტიფიცირებულია პოტენციური საფრთხეები და მიღებულია შესაბამისი ზომები მათი პრევენციისთვის.
· ხდება მუდმივი გაუმჯობესება - დანერგილია სისტემატური პროცესი საინფორმაციო უსაფრთხოების მექანიზმების მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესებისთვის.

განახლებული სტანდარტით მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით გავლა, მკაფიო სიგნალია, როგორც ჩვენი მონაწილეებისთვის ასევე პარტნიორებისთვის, რომ მათი მონაცემების უსაფრთხოება დაცულია რაც საქართველოს საპენსიო ფონდისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. 
საქართველოს საპენსიო ფონდი მომავალშიც გეგმავს  ინფორმაციული უსაფრთხოების ლიდერი ორგანიზაციის პოზიციის შენარჩუნებას საქართველოში.

 

 
 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას - ირაკლი კობახიძე

15.09.2025.20:01

ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

მთავრობის მეთაურის თქმით, არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება.

„ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ. ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით ყველა თემასთან დაკავშირებით, მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას. ფოთის პორტის შესახებ ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა