მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი - თამარ იოსელიანი

news image

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ  გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს", - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.

მისი განმარტებით, ამოქმედებული ცვლილებები ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხის დაცვას ემსახურება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე. თამარ იოსელიანის თქმით, ობსერვატორიამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინაც მიმართა თხოვნით და დასაბუთებით, რომ დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი უარყოფითად მოქმედებდა ასტროკლიმატზე და დაკვირვების ხარისხზე.

„შესაბამისად, ცვლილება, რომელიც 16 აპრილს ამოქმედდა, ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად, დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი. საჰაერო სივრცის სწორედ ამგვარი შეზღუდვა ფართოდ არის გამოყენებული მსოფლიო პრაქტიკაშიც და ჩვენ რაღაც ახალი ამ მიმართულებით არ შემოგვიღია", - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

თამარ იოსელიანის თქმით, საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვები ფრენების ეფექტიანობასა და ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია მისი უარყოფითი გავლენის შესახებ უსაფუძვლოა.

„არსებული შეზღუდული ზონა თავისი მასშტაბით ნამდვილად არ შეცვლის ფრენების ეფექტიანობას და უმნიშვნელო ფაქტორია საჰაერო მოძრაობის საერთო სურათისთვის. შესაბამისად, არ არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილება უარყოფითად აისახება ფრენების ნაკადებზე, ან გამოიწვევს შემოსავლების კლებას. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ცვლილებები დამუშავებულია საჰაერო მოძრაობის ორგანიზების შესაბამისი პროცედურების და ფრენის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან მის სრულ შესაბამისობას და გამტარუნარიანობის შენარჩუნებას", - აღნიშნა იოსელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე - ნათია თურნავა

16.04.2026.19:46

„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმეოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია საქართველოს სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

,,მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველო წლების განმავლობაში ავლენს ეკონომიკურ მდგრადობას. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და მზარდია, ეკონომიკა ძლიერი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სწორედ ეს არის ის, რაც ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან მათი ინვესტიცია იყოს უკუგებადი და დაცული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, დღევანდელი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების პირობებში საქართველო მაკროეკონომიკურ ბალანსს გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დამსახურებით ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს. 

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია საფინანსო სექტორის მიმართ, რაც საქართველოს საბანკო სისტემის სიმტკიცესა და განვითარების პოტენციალზე მიუთითებს.

„ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს, რათა მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და გავაღრმავოთ ურთიერთობები უკვე არსებულ პარტნიორებთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა