საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 234.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 12.4 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარივნისში, 5 464.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (681.3 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (414.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (341.8 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 294.8 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 283.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (950.5 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 464.6 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 324.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 282.9 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 217.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 174.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 123.2 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 662.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 601.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა (სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.17:45
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2025 წლის 6 თვეში ტურიზმიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავლებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. როგორც მარიამ ქვრივიშვილი წერს, რეკორდული მაჩვენებლები სწორი პოლიტიკის, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მარკეტინგული კამპანიების წარმოების შედეგია.
„სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და ეფექტურია, მათ შორის ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა და პირდაპირი რეისების დამატება, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მარკეტინგული კამპანიების წარმოება, რამაც განაპირობა 2025 წლის იანვარ-ივნისში რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან“, წერს მარიამ ქვრივიშვილი.
2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.
2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).