საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8,8%-ით გაიზარდა - საქსტატი
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 250.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 448.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 6.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 802.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 9.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარაგვისტოში, 7 354.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (943.1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (572.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (480.7 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (1 801.0 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1 779.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 225.1 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 989.7 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 863.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 705.5 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 728.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 239.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 172.0 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 422.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 846.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) 481.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.1 პროცენტი).
სხვა სიახლეები
19.09.2025.10:59
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 448.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით გაიზარდა და 2 014.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (450.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (185.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (177.9 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 239.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 164.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 142.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).