მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლები საჰაერო სივრცისა და აეროდრომების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ

news image

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების ჩატარება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მის მიზანს საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“, “აეროპორტების გაერთიანებისა“ და „ტავ ურბან საქართველოს“ წარმომადგენლებმა.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ევროკონტროლის ექსპერტებმა მოინახულეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ცენტრი და საოპერაციო ოფისი, ადგილზე შეისწავლეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, ასევე საჰაერო სივრცისა და ტერმინალის გამტარუნარიანობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები. სამუშაო შეხვედრაზე, სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოს საავიაციო სექტორის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, საპროგნოზო მაჩვენებლები და ოპერაციული გამოწვევები. EUROCONTROL-ის ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების პრაქტიკული ასპექტები, შესაბამისი კვლევების ჩატარების წამყვანი მეთოდოლოგია და ევროპის აეროპორტებში ამგვარი შეფასების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესწავლის პირველადი შედეგები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ევროპასთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის ((EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. აღნიშნული წესი მოქმედ საერთაშორისო აეროპორტებს 2026 წლიდან ავალდებულებს გამტარუნარიანობის პერიოდულ შეფასებას საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნის გათვალისწინებით აეროდრომების არსებული დონის დადგენის მიზნით. სამუშაო შეხვედრაზე სპეციალისტებმა მიიღეს საჭირო ცოდნა აეროპორტებში შესაბამისი კვლევების ჩატარების და მათი არსებული და სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადების სწორი და ეფექტური მართვა მნიშვნელოვანია საჰაერო მიმოსვლის რეკორდული ზრდისა და მიმდინარე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე.

„სამივე საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს რეკორდული ზრდა როგორც ავიარეისების ისე მგზავრთნაკადის მიმართულებით. შესაბამისად ამ მიმართულებით ევროპელი კოლეგების ცოდნის და გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.“ – განაცხადა გივი დავითაშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს 7.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

11.03.2026.11:17

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.

2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ 601.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 397.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა