საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება - ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას l რკინიგზის გენერალური დირექტორი
,,საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას. სრულად განვაახლებთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. ასევე სიახლეები გვაქვს სამგზავროს მიმართულებით.
ვგეგმავთ 10 სამგზავრო მატარებლის შეძენას, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა მაგისტრალურ მიმართულებაზე იმოძრავებენ ახალი მატარებლები“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.
ლაშა აბაშიძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს კიდევ ორი მიმართულება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი დაემატება. აღნიშნულ სიახლეებთან ერთად, საქართველოს რკინიგზა ე.წ. კუკუშკის სრულ რეაბილიტაციას და ბორჯომ-ბაკურიანის რეისის აღდგენას გეგმავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა
14.04.2026.19:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა.