მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

news image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქპატენტის მიერ მომზადებული „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებათა პროექტი გააუმჯობესებს საქართველოში დიზაინების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და უზრუნველყოფს დიზაინების დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომ დაახლოებას.

ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც, ასევე, გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვას. „დიზაინის შესახებ“ მოქმედ კანონში ევროკავშირის კანონმდებლობასთან გარკვეული პროცედურული და ტექნიკური შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, „ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP)“ ფარგლებში ჩატარდა არაერთი შეხვედრა ევროკავშირის დარგის სპეციალისტებთან, გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობების შედარებითი ანალიზი და, ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა კანონის ცვლილებათა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დიზაინების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდება დიზაინის ექსპერტიზა და სამართლებრივი დაცვა, გაიზრდება საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორგანოს – სააპელაციო პალატის უფლებამოსილება. გარდა ამისა, დაინერგება დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა, რომელიც შექმნის დიზაინის ბათილად ცნობის შესახებ დავების უფრო სწრაფად განხილვის შესაძლებლობას, რაც ააცილებს მხარეებს ხანგრძლივ სასამართლო დავებს და ხელს შეუწყობს დიზაინის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

თავის მხრივ დიზაინის რეგისტრაცია ემსახურება ადამიანის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. მისი დაცვის ეფექტიანი სისტემა კი უზრუნველყოფს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან დაცვას, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის წახალისებასა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს - შალვა პაპუაშვილი

17.06.2025.17:09

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

მისი თქმით, დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია.

,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში.

ამასთანავე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს მისი ინიციატივისთვის, რომ სამმხრივი ფორმატი: თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე განახლდეს. შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე პარლამენტი მზად არის, რომ ეს ფორმატი განახლდეს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე პირველი შეხვედრა თურქეთში შედგეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თურქეთში ვიზიტი, პარლამენტებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებაში დიდ წვლილს შეიტანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა