მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია

news image

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია  რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში  წმინდა შესყიდვებმა 2 432.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თებერვლის წმინდა შესყიდვების განახლებული სტატისტიკა კი 25 მარტს გამოქვეყნდება.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.%-ს (1 198.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

06.03.2026.19:06

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა