საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან ხისტი პოლიტიკა, როგორ გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, მაგრამ უზრუნველვყოთ არალეგალური მიგრაციის მინიმუმამდე დაყვანა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე - მარიამ ქვრივიშვილი
რეალობაში ეს არის მთავრობის დადგენილება, რომელიც პირიქით, ამკაცრებს არსებულ სავიზო რეგულაციებს, - ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის „გახსნას“ შეეხებოდა.
„სიმართლე გითხრათ ერთის მხრივ ალბათ უხერხულიც არის ამ თემაზე საუბარი, იმდენად არასერიოზულია და უხერხულია. სამწუხაროდ ჩვენთვის ეს არ არის ახალი. ხშირად გვინახავს, როდესაც ხდება ინფორმაციის არასწორად მიტანა საზოგადოებამდე. ხდება გამიზნული ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. დღევანდელი მაგალითიც არის არის ნათელი დასტური, თუ რამდენად ხშირად გვიწევს დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
საქმე რეალობაში როგორ არის? რეალობაში ეს არის მთავრობის დადგენილება, რომელიც პირიქით, ამკაცრებს არსებულ სავიზო რეგულაციებს. შსს-ს მიერ ინიციირებული მთავრობის დადგენილება ეხმაურება ჩვენს მთავარ პრიორიტეტს, რაც გახლავთ საქართველოში არალეგალური მიგრაციის შეზღუდვა. იცით, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან ხისტი პოლიტიკა ამ მიმართულებით და ზოგადად სწორი ბალანსი, თუ როგორ გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, მაგრამ ამავდროულად უზრუნველვყოთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკით არალეგალური მიგრაციის მინიმუმამდე დაყვანა.
სწორედ ეს არის მთავრობის დადგენილების გამკაცრების წინაპირობაც, იმისთვის, რომ საქართველოში და საქართველოსადმი გაზრდილი ინტერესის კვალდაკვალ არ მოცდეს ჩვენს ქვეყანაში არალეგალური მიგრაცია. შესაბამისად გამკაცრდა არსებული მთავრობის დადგენილება და არა თუ გაიხსნა ვითომდაც ჩვენი საზღვრები ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისადმი. შესაბამისად კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არამც და არამც არ იხსნება ქვეყნის საზღვრები. არავინ აძლევს უვიზო მიმოსვლას ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს. პირიქით ეს ეხება აღნიშნული სავიზო რეგულაციის და საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რომელიც ემსახურება ამ სწორი ბალანსის დაცვას, რაც გულისხმობს ქვეყნის არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას. და მეორეს მხრივ სხვა, საემიგრაციო პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას“, - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით გაყიდვები გაზარდა — გაიცანით სივრცე უნიკალური კონცეფციით
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
20.05.2025.17:44
საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას. გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
მაისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების“ რუბრიკაში.