მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.6
-0.0047
flag
AZN 1.5838
-0.0003
flag
CNY 38.769
0.0045
flag
EUR 3.2277
0.0268
flag
GBP 3.7138
0.0244
flag
KZT 53.37
-0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6927
-0.0005

საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა

news image
საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.
ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება. გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.
საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები, როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.
თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.
საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებით საქართველო უფრო აქტიური იქნება მომავალში არა მხოლოდ ევროობლიგაციების, არამედ სხვა ბაზრებზეც. ინვესტორებთან შეხვედრების დროს, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია, სააგენტო 2020-2025 წლებში ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს - GCCA მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

29.01.2026.11:20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, მოცვის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 

„2020-2025 წლებში, ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია. რაოდენობრივი კუთხით, 2020-2024 წლებში ნაერთმა საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა 66 % შეადგინა. ასევე, პოზიტიურია 2025 წლის 10 თვის პერიოდში დაფიქსირებული დინამიკა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან 38%-იან ზრდაზე მიუთითებს. ღირებულებით ნაწილში კი, 2021-2024 წლებში ნაერთმა წლიურმა ზრდის მაჩვენებელმა 62 % შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 59%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ასევე მოცვის საშუალო ღირებულების ზრდაზე მიუთითებს.

ამასთან, 2020-2022 წლებში შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებული იყო, ხოლო 2023-2025 წლებში ზომიერად კონცენტრირებული. ბაზარზე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის წილის ზრდის მიუხედავად, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელ საბაზრო წილების გადანაწილებას.

ასევე, 2020-2021 წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა. შესწავლის პერიოდში, ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი კომპანია რამდენჯერმე შეიცვალა, ასევე, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის შემადგენლობაც;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცვის შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონეზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. შესაბამისად, სააგენტო 2020-2025 (იანვარ-ოქტომბრის პერიოდი) წლებში შესაბამის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს.

ქვეყანაში მოყვანილი მოცვის რეალიზაცია მეტწილად დამოკიდებულია საექსპორტო ბაზრებზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს წარმოადგენენ ექსპორტიორი კომპანიები. GCCA-მა მოცვის ბაზრის მონიტორინგი, ფერმერთა მომართვის საფუძველზე, 2020 წელს დაიწყო, - აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა