საქართველოს მშპ 2024 წელს 9.4%-ით გაიზარდა და ზრდა შენარჩუნდება 2025-2026 წლებშიც, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას - შოთა ბერეკაშვილი
„ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მშპ 2024 წელს გაიზარდა 9.4%-ით, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი წერს. მისი თქმით, 2025–2026 წლებში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება 5–6%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.
„შრომის ბაზარზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება – უმუშევრობის დონე 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე შემცირდა. რეალური ხელფასები გაიზარდა 15%-ით, რაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების შედეგია.
ანგარიშში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2024 წელს ინფლაცია დაბალი იყო, რაც განპირობებულია ეროვნული ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკითა და იმპორტირებული ინფლაციის დაბალი დონით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5.6%-დან 4.3%-მდე შემცირდა, რაც ტურიზმისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას უკავშირდება.
ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში, 2024 წელს ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენდა მხოლოდ 2.1%-ს – ბიუჯეტური შემოსავლები გაიზარდა 18%-ით, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა 36.1%-მდე.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება რჩება მდგრად და ზრდაზე ორიენტირებულად, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან პროგრესს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
არაბთა გაერთიანებული საამიროები ქართული თაფლის მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა
01.06.2026.19:00
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე 0.4 ტონა თაფლი გადაიზიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.5 ტონა. შესაბამისად თაფლის ექსპორტი 20%-ით არის შემცირებული.
საქართველოში წარმოებული თაფლისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროებზე მოდის ქვეყნიდან თაფლის ექსპორტის 50%. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქართული თაფლი მხოლოდ ერთ ბაზარზე, სომხეთში იყიდებოდა.
მიმდინარე წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი სულ სამ ბაზარზე განხორციელდა: