საქართველოს მოდერნიზაციის დღის წესრიგი, მის სტრატეგიულ როლთან ერთად, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, ქმნის ხელსაყრელ გარემოს იტალიური კომპანიებისთვის - მასიმილიანო დ'ანტუონო
საქართველოს მოდერნიზაციის დღის წესრიგი, მის სტრატეგიულ როლთან ერთად, ქმნის ხელსაყრელ გარემოს იტალიური კომპანიებისთვის, - ამბობს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო. მისი თქმით, საქართველოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში იტალიური მონაწილეობის გაფართოების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ ქსელებში, ურბანულ განვითარებაში და საჯარო-კერძო პარტნიორობებში (PPP).
„საქართველოს მოდერნიზაციის დღის წესრიგი, მის სტრატეგიულ როლთან ერთად როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, ქმნის ხელსაყრელ გარემოს იტალიური კომპანიებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ძლიერი გამოცდილება ინჟინერიის, სამშენებლო პროექტების მართვისა და ინტეგრირებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების სფეროში.
ეს შესაძლებლობები მკაფიოდ გამოიკვეთა ახლანდელ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში გაიმართა იტალიის საელჩოსა და იტალიური სავაჭრო სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით. აღნიშნულ ინიციატივას ესწრებოდა 16 იტალიური კომპანია, ძირითადად მცირე და საშუალო ფირმები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ინფრასტრუქტურაში, ინჟინერიაში და დაკავშირებულ ტექნოლოგიებში. ღონისძიების დროს დილის სესიაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები, რეგულატორული ჩარჩო და ინვესტიციური შესაძლებლობები, რის შემდეგაც მონაწილე კომპანიებმა პირდაპირი B2B შეხვედრები გამართეს პოტენციურ ქართულ პარტნიორებთან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან ასევე საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან.
იტალიური კომპანიებისა და საქართველოს პარტნიორების გამოხატული ენთუზიაზმი ადასტურებს, რომ არსებობს კონკრეტული შესაძლებლობები თანამშრომლობის გაფართოებისათვის, არა მხოლოდ მასშტაბური პროექტების გზით, არამედ მოდულური, მოქნილი გადაწყვეტილებების მეშვეობით, სადაც იტალიური კომპანიები განსაკუთრებით ძლიერი არიან. ამ კონტექსტში, იტალიის ძალა დიზაინში, ინჟინერიის ხარისხში, პროექტის განხორციელებასა და ადაპტირებაში სრულად ემთხვევა საქართველოს მოთხოვნებს მდგრადი, რეზილენტური და ტექნიკურად დახვეწილი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
ინსტიტუციური მხარდაჭერა იტალიური საელჩოსა და იტალიური სავაჭრო სააგენტოს (ICE) მხრიდან კიდევ უფრო ამაღლებს ამ პერსპექტივებს, ხელს უწყობს დიალოგს, ამცირებს ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ხელს უწყობს სტრუქტურირებული პარტნიორობების ჩამოყალიბებას, რაც ინტერესს გარდაქმნის რეალურ პროექტებად და გრძელვადიან თანამშრომლობად“, - აცხადებს ელჩი.
დღის ტოპ 10 სიახლე
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
სხვა სიახლეები
სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ADB-ის პრეზიდენტი
06.03.2026.13:12
სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.