მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

საქართველოს მიზანი და გრძელვადიანი ხედვა არის, რომ IT სექტორში ერთგვარი ჰაბი ვიყოთ - ვაკო თურნავა დაანონსებულ რეფორმაზე

news image

საქართველო IT სექტორში კიდევ მორიგი რეფორმის გასატარებლად ემზადება და ამისთვის ქვეყანა 3 წლიანი IT ბინადრობის უფლების გაცემას იწყებს. როგორც  გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და იმავდროულად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა, აღნიშნული რეფორმა ძალაში 1 სექტემბრიდან შევა, ხოლო მანამდე პარლამენტი მას დაჩქარებული წესით მიიღებს. 

ვაკო თურნავამ სექტორის ზრდის პარალელურად, ხელფასების ზრდასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქართულ  IT კომპანიებში  დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დღეს 8000 ლარია. 

„დღეს საქართველოში საშუალო ხელფასი, ახალი სტატისტიკით არის უკვე 2300 ლარზე მეტი და  IT სექტორში, საქართველოში ქართველი დამსაქმებელი ხელფასი არის  დაახლოებით 8000 ლარზე მეტი, ხოლო უცხოეთიდან 3-ჯერ აღემატება. შარშან საქართველომ  3 მლრდ ლარზე მეტის  IT სერვისების ექსპორტი განახორციელა, საიდანაც სულ მინიმუმ საქართველოში დაიხარჯა ამის 35-40%-ი. ადამიანს სჭირდება იცხოვროს, ბინა იქირაოს,  იმოგზაუროს და ასე შემდეგ. ამ სექტორის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი. ბერი ქვეყანა ამაზე ნადირობს და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. 

შემდეგი ინიციატივა, ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად მუშაობს  IT სექტორში, აქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და წლიურად 25 ათას დოლარზე მეტის შემოსავალი, აქვს დაზღვევა საქართველოში და ნაქირავები ბინა, უკვე არის კანდიდატი იმისთვის, რომ ჩვენ გავცეთ მასზე IT ბინადრობა. ეს არ არის ყველასთვის, ღია კარის პრინციპით არ არის. ეს არის მხოლოდ IT სექტორისთვის და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს. საუბარი მაქვს ზუსტ ციფრებზე, ბანკიდან ამონაწერზე, კონტრაქტი დამსაქმებელთან. აუცილებელია ვთქვათ, რომ ან IT კომპანია უნდა იყოს ან სხვა კომპანია, სადაც IT სექტორში მუშაობას. მოგეხსენებათ არიან დიდი კომპანიები, რომელთაც ასობით IT სპეციალისტი ჰყავთ. ჩვენი მიზანია, რომ მაღალკვალიფიცირებული და მაღალანაზღაურებადი კადრები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს იმ გამოწვევების პასუხია, რაც არამარტო ჩვენ მთელს მსოფლიოს აქვს. ქვეყნები, როგორიც არის ესტონეთი, სერბეთი, პორტუგალია და ესპანეთი. ესპანეთი პირდაპირ ეუბნება, შენ თუ 3500 ევრო ყოველთვიურად გერიცხება მე უკვე მოგცემ შენ IT ბინადრობას. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. კარგი იქნებოდა ჩვენ დაგვეწყო ეს, მაგრამ ვართ იმ პირველად ტალღაში, სადაც იწყება. ზუსტად ის დროა, რომ გვჭირდება ამ რეფორმის გატარება, რადგანაც 6 თვეში, 1 წელიწადში ეს რეფორმა უკვე იქნებოდა დაგვიანებული. დღეს ვეუბნებით ინგლისელს, რომ შენს ქვეყანაში რომ ცხოვრება ძვირი ღირს, კი კარგი ხელფასი გაქვს, მაგრამ ცხოვრებაც ძალიან გიძვირდება და ფიქრობ, რომელ ქვეყანაში გადახვიდე, დღეს უფრო ფიქრობენ თბილ ქვეყნებში, ხშირად ბალიზე მიდიან, მექსიკაში მიდიან. ჩვენ კი მათ ვეძახით ჩვენს ქვეყანაში საქართველოში. დილით ინტერვიუ მქონდა და საღამოს იტალიური გაზეთი წერდა, რომ საქართველოში უკვე დაიწყეს ეს ტალღა და ჩვენ რას ვაკეთებთ, იტალია რატომ არ უერთდება“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.

მისი თქმით, ქვეყნის მიზანია, რომ საქართველო  IT სექტორში ერთგვარ ჰაბად ჩამოყალიბდეს. 

„ჩვენი ქვეყნის მიზანი, გრძელვადიანი ხედვა არის, რომ  IT სექტორში ერთგვარი ჰაბი ვიყოთ, ერთგვარი ცენტრი ვიყოთ და ამიტომ ეს ინიციატივა კიდევ სხვა ინიციატივებთან ერთად ზუსტად არის იმის მანიშნებელი და ის ეფექტი გვექნება, რაც უკვე რამდენიმე მილიარდის ექსპორტი გაქვს და ვფიქრობთ რომ 1-1,5 წელში უნდა გაორმაგდეს, გასამმაგდეს. ამისი პოტენციალი ნამდვილად გაქვს. საკმაოდ ჩქარი ტემპით მივდივართ, საგრძნობლად მაღალი ციფრებია, და არ გინდა, რომ ეს ციფრები გაჩერდეს“, - განაცხადა თურნავამ. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის

10.06.2025.19:00

იტალიაში ექსპორტი თითქმის 101%-იან ზრდას უჩვენებს, ხოლო იმპორტი 1%-იან მატებას. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიაში 25,449.67 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,669.98 ათასი დოლარის. ზრდა 100.9%-ის დონეზეა. საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მილებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 31%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 7,842.74 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 6,436.64 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 5,955.05 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 2,633.63 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 913.14 ათასი დოლარი;
  • მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იტალიიდან იმპორტი გაზრდილია.

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ იტალიიდან 137,434.94 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 135,835.19 ათასი დოლარი. ზრდა 1,2%-ის დონეზეა.

იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 10,801.21 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 10,280.06 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 4,707.68 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 3,875.65 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,724.31 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა