მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168.9
0.0251
flag
AZN 1.5926
-0.0005
flag
CNY 39.19
-0.0054
flag
EUR 3.1277
-0.0125
flag
GBP 3.6141
-0.0145
flag
KZT 56.06
0
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.7066
-0.0009

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა

news image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, საქართველოში Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა, რომელშიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ქართული კომპანიების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მიდგომების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ქალაქ მარნეულში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო პროცესი მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ პროექტის მიმდინარეობას და დააკვირდნენ სამუშაოების პროგრესს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტის ტექნიკური მნიშვნელობისა და იმ შედეგების შესახებ, რომლებიც განხორციელების პროცესში უკვე მიღწეულია.

მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების, ისე თანამედროვე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

კონფერენცია სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, რომელმაც მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე პროფესიული დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა შექმნა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სექტორის განვითარებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

26.03.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1277 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7066 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7066 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1277 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1402 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა