მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სებ-ის და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.

ბანკირის დღე წელს განსაკუთრებულ მოვლენას - ლარის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული მიღწევებისა და განსაკუთრებული სამსახურებრივი ღვაწლისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ როგორც სებ-ის 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

მისი თქმით,  საქართველოს საბანკო სექტორი საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელია და ამაყად დგას ილიასა და იასონის გზაზე.

მან ხაზი გაუსვა სექტორში დასაქმებული ათასობით პროფესიონალის როლს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განმტკიცებაში და მადლობა გადაუხადა მათ ერთგული, გამორჩეული შრომისთვის.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საბანკო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რაშიც 50 ათასამდე პროფესიონალს უდიდესი წვლილი მიუძღვის,“ - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდი, მანდატის ფარგლებში, აგრძელებს თანმიმდევრულ და სანდო მონეტარულ პოლიტიკას, ფასების ნორმალიზებას და საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.

„ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ და ფინანსური  სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,“ - დასძინა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წლის მნიშვნელოვან ფინანსურ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით აქტიური იყო როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, ისე შიდა ფინანსური ინოვაციების კუთხით.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის საიუბილეო წელი არა მხოლოდ სამახსოვრო მონეტების გამოშვებით, არამედ საკვანძო ღონისძიებებით აღნიშნა, მათ შორის თბილისის ფინანსური სამიტით, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პირველად გაიმართა და 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი.

„მიხარია, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც რეგიონალური ჰაბი. ჩვენი მიზანია, მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში დააფუძნონ ბიზნესები და აქედან მოემსახურონ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებს,“ - აღნიშნა მან.

ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე პირველი ქართული ბანკის - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, სიმბოლურად 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 10 კომპანია 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით

11.12.2025.17:00

2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7 პროცენტით მეტია.

Business Insider Georgia-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოივა, რომელთაც 2025 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ბრუნვა დააფიქსირეს.

ბიზნეს სექტორის TOP 10 საწარმო, 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით:

სს ნიკორა ტრეიდი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/08/2006, ხოლო მმართველობის ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი - ვასილი სუხიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი - ტარას ნიჟარაძე, წევრი - ირაკლი ბოქოლიშვილი, წევრი - გია პეტრიაშვილი, წევრი - ირაკლი ნიკოლაიშვილი, წევრი - ვასილ ტარადინი, წევრი - ოლეგ გუბანოვი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია თემური ალექსანდრია.

შპს ასვლა: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/11/2020. კომპანიის დირექტორი - არჩილ გიორგაძე და ცვეტან ბოგდანოვ სტოილოვ. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ენგური ვენჩერს ლიმიტედ.

შპს ბეთლაივი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 25/03/2013, ხოლო მისი დირექტორი არის თეიმურაზ კოპალეიშვილი. კომპანიაში 3%-იან წილს ფლობს თამაზ ხარაიძე, 71%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიტი ვენჩარი, ხოლო 20%-ს ნანა ჯანაშია.

შპს ევროპაბეთი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 18/11/2009. კომპანიის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა: დირექტორი: მაია კოპინაძე, დირექტორი: კრისტიან სალიბა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Betsson Perch Investments AB, 559016-1484 /შვედეთი/.

შპს ეი ბი ჯორჯია: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/12/2014. მისი დირექტორია კოკა ჯაში. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ატლას ჰოლდინგსი.

შპს კავკასიის ავტოიმპორტი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2004. მისი აღმასრულებელი დირექტორია ალექსანდრე ჩადუნელი, ხპ;პ დირექტორი ალექსანდრე ვეკუა. კომპანიის 27.225%-ს ფლობს გიორგი გულაშვილი, 27,9%-ს ლევან სურგულაძე, 34.875%-ს გიორგი სურგულაძე, ხოლო დარჩენილ 10%-ს დავით გულაშვილი.

შპს ლიდერ-ბეთ სლოტი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 29/02/2016, ხოლო მისი დირექტორი აკაკი შუბითიძე.კომპანიაში 15%-იან წილს ფლობს აკაკი შუბითიძე, 40%-ს ქართლოს დიასამიძე, 30%-ს ბესიკ ხოკერაშვილი, ხოლო 15%-ს დავითი ჩხიტუნიძე.

შპს მარსი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/05/2015 - დირექტორთა საბჭო: დირექტორი ირაკლი ხვედელიანი, დირექტორი/წევრი: ბეჯეი პატელი,  დირექტორი/წევრი: ჯაბა პეიტრიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯია.

შპს ორი ნაბიჯი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 17/08/2009, მისი გენერალური დირექტორია არჩილ მელიქაძე, ხოლო დირექტორი შოთა გიორგაძე. კომპანიის 33.34%-იანი წილის მფლობელია გოჩა ცქიტიშვილი, 33.33%-ის გიორგი ჩხეიძე, ხოლო 33.33%-ის კახა ბექაური.

შპს ფულ ჰაუსი: კომპანიის რეგისტრაციის ტარიღია 31/03/2016. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თემურ მიქელაძე,  წევრი: გურამ დოლიძე, წევრი: ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ. კოპანიის დირექტორია გია დუმბაძე. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელია თემურ მიქელაძე, 2,5%-ის გურამ დოლიძე, 2,5%-ის ზურაბ ერქომაიშვილი, 2,5%-ის ბაკურ ხარჩილავა, 2,5%-ის გიორგი ბარნაბიშვილი, 16.67%-ის გიგი ლევაი-ვეის, 2,5%-ის მიჰალი გლოვაცკი, 2,5%-ის კლაუს გემალ რასმუსსენ, 16.67%-ის ნორბერტ ფრანც, ხოლო დარჩენილი 16.66%-ის მანფრედ ბოდნერი.

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე — 23.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 30.8 პროცენტი

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა