მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.


საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. 2025 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 3.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მცირედით მოიკლო და 2.0 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. მომსახურების სექტორის ინფლაციამ, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ასახავს,  მაისში 2.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანობაში, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ძირითადად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციის ასახვაა. მეორე მხრივ, სურსათის გაზრდილ ინფლაციას, იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია აბალანსებს, მეტწილად წლიურად შემცირებული საწვავის ფასების ხარჯზე.  სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, საბაზო ეფექტისა და გლობალურად არსებული ტენდენციების შედეგად, 2025 წელს ინფლაცია დროებით მიზნობრივზე მაღალი, საშუალოდ 3.8 პროცენტი, იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.


სტაბილურ ინფლაციასთან ერთად კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ზრდა მის გრძელვადიან ტრენდთან ნელი ტემპით დაახლოების ნიშნებს ავლენს. ამის თანაზომიერად, საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპიც მის წონასწორულ დონეს მეტად დაუახლოვდა.


გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ  გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად გაიზარდა ნავთობის ფასები. ამავდროულად საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები გამწვავდა. ეს კი, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად ინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აჩენს. ამ რისკების ხანგრძლივად რეალიზების ფონზე, შესაძლოა მაღალინფლაციური სცენარი განვითარდეს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.


მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე გაურკვევლობის შედეგად დოლარის ინდექსი გლობალურად შესუსტებული რჩება. ამავდროულად, ბოლო პერიოდში სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასები გარკვეულწილად შემცირდა. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.


მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს ჩატარდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა ფაქტორების გათვალისწინებით გადახედა Galt & Taggart-მა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს - ლაშა ქავთარაძის განმარტება

17.07.2025.11:00

Galt & Taggart-ის მიერ საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პრონგოზის გადახედვას გამოეხმაურა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.


მისი განმარტებით, 2025 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალისტურია. 

„დიდი ხანი არ გასულა, რაც ერთად გვქონდა ეკონომიკური შეხვედრა და მაშინ გავაჟღერე, რომ თუ ეკონომიკური აქტივობის ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ პროგნოზის გადახედვა მოგვიწევდა და მართლაც ეს განხორციელდა. ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ ძლიერი იყო პირველ კვარტალში. საქსტატმა კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა პირველი კვარტლის ოფიციალური მონაცემები და ამის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა გაზრდილი არის 9.8% -ით. ეს არის ზრდის მიმართულებით გადახედვა იმიტომ, რომ წინასარი შეფასება იყო 9.3%. შემდგომ აპრილის და მაისის წინასწარი შეფასებები არის და ეს არის 7.5%-იანი ზრდა და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ზრდის მიმართულებით გადაგვეხედა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისთვის. 6.8% გქონდა მანამდე და ახლა უკვე ჩვენი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს უნდა გაიზარდოს 7.5%-ით. ფაქტობრივად, რომ შევადაროთ სხვა ინსტიტუტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდის  პროგნოზი - 7.2%. შევაფასოთ, რამ განაპირობა ეს ეკონომიკური აქტივობა. პირველი კვარტალის მონაცემებზე  დაყრდნობით ჩვენ სექტორულ ჭრილში შეგვიძლია შევხედოთ თუ რომელი სექტორები განსაზღვრავდა ამ ზრდას და ისევ რჩება დომინანტურ პოზიციაზე ის სექტორები, რომელიც 2024 წელს დომინირებდა. ეს არის  ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, ტრანსპორტი, ვაჭრობა, საფინანსო სექტორი და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმ დარგების კიდევ უფრო გააქტიურება, რომელსაც საგადასახადო შეღავათები აქვთ და შესაბამისად ამიტომაც არის, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია და ეს საგადასახადო შემოსავლებში მეტ-ნაკლებად არ ჩანს. ეს განპირობებული არის იმით, რომ სწორედ იმ დარგებზე არის კონცენტრირებული ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც გარკვეული შეღავათები აქვთ. მაგალითად, ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგი. მაგალითად, კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსით, მას 20%-ის ნაცვლად აქვს 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, ეს მათთვის სტიმულია და თუ შევხედავთ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საგადასახდელო ბალანსს, იქ პირველ კვარტალში ინფორმაცია და კომუნიკაციიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მაგალითად, თუ შარშან პირველ კვარტალში 200 მილიონი შემოსავლები მიიღო ამ დარგმა,  წელს 300 მილიონი, ანუ 100 მილიონის ზრდა ეს საკმაოდ სოლიდურია. რაც შეეხება უფრო ანალიტიკური თვალსაზრისითაც, რომ შევხედოთ ჩვენ პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, მოხმარებასთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ  ინვესტიციები  არის საკმაოდ გააქტიურებული. 9,8%-ით, რომ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა აქ ინვესტიციების კონტრიბუცია დაახლოებით 5.4% იყო. ეს პოზიტიურ სიგნალზე მიუთითებს და ზოგადად ინვესტიციები, როდესაც იზრდება, ინვესტიციების ზრდა დაკავშირებულია ქვეყნის პოტენციურ დონესთან. როდესაც ვსაუბრობთ და ვადარებთ პოსტ პანდემიურ პერიოდს პანდემიამდე პერიოდს, ჩვენ ვხედავთ რომ გაზრდილი არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონე და ასევე პროდუქტიულობის ზრდის ტემპი და პირველ კვარტალში ეს კარგად გამოჩნდა.  უფრო თუ ვფოკუსირდებით სამუშაო ძალის პროდუქტიულობაზე მაგალითად, პირველ კვარტალში სამუშაო ძალის  პროდუქტიულობის ზრდის ტემპმა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ პირველად გადააჭარბა რეალური ხელფასის ზრდის ტემპს. ეს პოიზტიური სიგნალი არის, რაც აისახა ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ის პროგნოზი, რაც ჩვენ გადავხედეთ, ანუ ზრდის მიმართულებით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ რეალისტურია და ასე ვთქვათ პირველი ნახევარი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა გვაქვს წინასარი მონაცემები ივნისთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ივნისში უფრო უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ვიდრე აპრილში გვქონდა“ - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ბევრი ფუნდამენტური ფაქტორია.

„ჩვენ ვუყურებთ სავალუტო შემოდინებებს და სავალუტო შემოდინებების რიცხვი პირველ ნახევარში საკმაოდ სოლიდური იყო. თუ დავაჯამებთ, ავიღებთ ექსპორტს, ავიღებთ ტურიზმს, ავიღებთ ფულად გზავნილებს, დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ პირველ ნახევარში და ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 600 მილიონით არის გაზრდილი. სწორედ ეს 600 მილიონი არის, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზეც პოზიტიურად მოქმედებს და ასევე გაცვლით  კურსზეც.  ტურიზმს თუ დავაკვირდებით,  ტურიზმში საკმაოდ ძლიერი იყო მეორე კვარტალი“, - განმარტავს ქავთარაძე.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა