მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

news image

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეროვნულ ბანკსა და ფინანსურ ბაზარს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კვალდაკვალ ბაზრის მონაწილეთა მოლოდინების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.


"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.


ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.


მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება

  • საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0%-ზე ინარჩუნებს.

ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები


ინფლაცია

  • ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება


ეკონომიკური ზრდა

  • ეკონომიკის ზრდას დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. ამავდროულად, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია

მაკროეკონომიკური პროგნოზი


ცენტრალური სცენარი

  • ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს და საშუალოდ 3.8%-ის ფარგლებში იქნება
  • მიმდინარე მაღალი ეკონომიკური ზრდის და ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზების ფონზე, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.7%- მდე გაიზარდა


თუმცა რისკები ნარჩუნდება და გაურკვევლობა კვლავ მაღალია. იმისათვის, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში წარმოქმნილი შესაძლო რისკები ოპტიმალურად მართოს, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.


კერძოდ, განიხილავს მიმდინარე ეტაპზე იდენტიფიცირებული რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით მწვავე რეალიზებას. კერძოდ, მასში  მოაზრებულია გლობალურად სატარიფო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური ვითარების უფრო გამწვავება. აღნიშნული კი გლობალურად უფრო მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.


მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. კერძოდ, აღნიშნული სცენარი ეფუძნება აშშ-ის მხრიდან ნაკლებად მწვავე სატარიფო პოლიტიკას და ამასთან არ განიხილავს მისი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან საპასუხო ტარიფების დაწესებას. შესაბამისად, ის გულისხმობს, ცენტრალურ სცენართან შედარებით, გლობალურად როგორც ნაკლებად ინფლაციურ გარემოს, ისე შედარებით ძლიერ ეკონომიკურ აქტივობას.


თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო.


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.


გამოცემას თან ერთვის ანგარიშის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოკლე ვიდეო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

07.05.2025.17:35

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეროვნულ ბანკსა და ფინანსურ ბაზარს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კვალდაკვალ ბაზრის მონაწილეთა მოლოდინების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.


"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.


ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.


მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება

  • საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0%-ზე ინარჩუნებს.

ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები


ინფლაცია

  • ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება


ეკონომიკური ზრდა

  • ეკონომიკის ზრდას დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. ამავდროულად, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია

მაკროეკონომიკური პროგნოზი


ცენტრალური სცენარი

  • ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს და საშუალოდ 3.8%-ის ფარგლებში იქნება
  • მიმდინარე მაღალი ეკონომიკური ზრდის და ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზების ფონზე, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.7%- მდე გაიზარდა


თუმცა რისკები ნარჩუნდება და გაურკვევლობა კვლავ მაღალია. იმისათვის, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში წარმოქმნილი შესაძლო რისკები ოპტიმალურად მართოს, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.


კერძოდ, განიხილავს მიმდინარე ეტაპზე იდენტიფიცირებული რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით მწვავე რეალიზებას. კერძოდ, მასში  მოაზრებულია გლობალურად სატარიფო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური ვითარების უფრო გამწვავება. აღნიშნული კი გლობალურად უფრო მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.


მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. კერძოდ, აღნიშნული სცენარი ეფუძნება აშშ-ის მხრიდან ნაკლებად მწვავე სატარიფო პოლიტიკას და ამასთან არ განიხილავს მისი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან საპასუხო ტარიფების დაწესებას. შესაბამისად, ის გულისხმობს, ცენტრალურ სცენართან შედარებით, გლობალურად როგორც ნაკლებად ინფლაციურ გარემოს, ისე შედარებით ძლიერ ეკონომიკურ აქტივობას.


თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო.


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.


გამოცემას თან ერთვის ანგარიშის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოკლე ვიდეო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა