მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი მნიშვნელოვნად მაღალია – GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი

news image

საქართველო ენერგეტიკულად მდგრადობას მიზნად ისახავს მზისა და ქარის ენერგიის აქტიურ განვითარებას და ჰიდროენერგეტიკის მაქსიმალურად ათვისებას. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების დაინტერესება მაღალია, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, არაბული სამყაროსა და ევროპული კომპანიების მხრიდან.

„რეალურად საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით, ენერგორესურსების მხრივ არის იღბლიანი ქვეყანა. მზის ენერგიის მიმართულებით ათვისებული არის დაახლოებით 2%, ქარის მიმართულებით ნელ-ნელა უკვე ვუახლოვდებით 3%-ს, იმიტომ რომ ახალი პროექტებია, რაც შეეხება ჰიდროენერგეტიკას რეალურად 20-დან 25%-მდე არის ათვისების. დიდი რესურსი გააჩნია ქვეყანას იმისათვის, რომ იყოს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და არა იმპორტიორი, არამედ ექსპორტიორი.


ვინაიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაში 2032 წელს მიეცემა, აუცილებელია ვიყოთ იმდენად მდგრადები, რათა ჩვენი ელექტროენერგია უკვე ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ, სადაც ფასი არის დაახლოებით ხუთჯერ უფრო მეტი და ეკონომიკური თვალსაზრისით დოვლათის მომტანია.


რეალურად თქვენ რომ დამისვით კითხვა გვაქვს თუ არა პოტენციალი - გვაქვს პოტენციალი. არსებობენ თუ არა ინვესტორები რომლებსაც აქვთ სურვილი იმისა, რომ მოახდინონ ამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება - დიახ არსებობენ. ეს არის თურქული ინვესტიცია, ეს გახლავთ აზერბაიჯანული ინვესტიცია, ეს გახლავთ გაერთიანებული არაბული სამყაროსგან წამოსული ინვესტიცია, მათ შორის ევროპულიც. რეალურად დაინტერესება ამ ქვეყნის მიმართ ძალიან დიდია იმიტომ, რომ ისინი ხედავენ რამდენად დიდი პოტენციალია.  ამასთანავე, ბოლო თვეების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორი განსაკუთრებით აქტუალური გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის, რადგან ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება და ამას ჩვენ აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

23.02.2026.16:47

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" კანონპროექტი წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინსტრუმენტების კონსოლიდაციაა. მისივე თქმით, აღნიშნული კონსოლიდაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდება, რომელიც კონცეპტუალურად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკად გადაკეთდება. „საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი შეიქმნება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და სრულყოფილად განახორციელებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საქართველოს განვითარების ფონდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ დღის წესრიგში რეფორმის აუცილებლობა დადგა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკი ადგილობრივ წარმოებას ეფექტიანად დაეხმარება და მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს.

„ქვეყნის ეკონომიკის სექტორული განვითარების მიმართულებით ბანკის შექმნა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს რეფორმა დადებით გავლენას მოახდენს როგორც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისთვის", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა